თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2014, 15:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2309,
კომენტარები: 7
შაქირი "ბაიერნს" იანვარში დატოვებს
"იუნაიტედს" შვეიცარიელი ფეხბურთელის შეძენა ზამთარში შეეძლება.
შაქირი
"ბაიერნის" პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა "იუნაიტედს" მიანიშნა, რომ ჟერდან შაქირი იანვარში გაიყიდება.

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა ბუნდესლიგაში და ის მუდმივად რობენისა და რიბერის ჩრდილის ქვეშ ექცევა.

ამ ყველაფერმა 23 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვებისკენ უბიძგა, რასაც იგი ზაფხულშიც აპირებდა.

საეჭვოა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ბეკენბაუერი აცხადებს, რომ "ბაზელის" ყოფილი ფეხბურთელი ზამთარში კლუბს აუცილებლად გამოიცვლის.

იანვარში კი მისთვის პრემიერ ლიგის ორი გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იბრძოლებენ.

"ბაიერნმა" უკვე გაუგზავნა სიგნალი და მიანიშნა მას, რომ ზამთრის შესვენებაზე ნებისმიერ დროს შეუძლია წასვლა, როცა სურს."

"პირადად მე მინდა გუნდში ის ფეხბურთელი მყავდეს, ვისაც ჩვენთან დარჩენა სურს. თუ ფეხბურთელს აქ ყოფნა არ სურს, მაშინ მისი გაშვება მართებული იქნება."

"თუმცა ძალიან სამწუხაროა, რადგან ის უსაზღვროდ ნიჭიერია."
- განაცხადა ბეკენბაუერმა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2014 15:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერერას ითხოვენო სანაცვლოდო და მაგ პირობას თუ მოხსნიან მოვიდეს, მაგრამ დიდად არ ვგიჟდები ამაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: გაბადაძე
27 ნოემბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
სადაც უნდა იქ წავიდეს ძმაო. ოგონდ აქ ერერას მაგივრად არ მოვიდეს cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: AkkRed
27 ნოემბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერერას ვინც ხელი დაადოს ის იყოს ჯერარდი
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ნოემბერი 2014 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერერას მაგივრად კი არა, საერთოდ არ მინდა ამის მოსვლა. ამათ ურჩევნიათ ერთი კაი მცველი მოძებნონ...
0
№5
ავტორი: bziki
27 ნოემბერი 2014 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
შვეიცარიის ნაკრებში რაც მაქ ამის თამაში ნანახი მაგრა უბერავს ბაიერნში რაც დრო ეძლევა დიდს ვერაპერს აკეთებს რეალურ დონეს ვერ ვხვდები 2 განსხვავებული ტიპია ნაკრებშI და კლუბში, 25-30 მილიონია როგორც ვიცი ამის ფასი და ბევრია ეგ, მაქსიმუმ 20. ჩვენ ვინგერებს რო ყველას ჯობია დიმკას გარდა ეგაც ცხადია და რო მოვიდეს გაგვაძლიერებს უდაოთ
0
№6
ავტორი: red devil
27 ნოემბერი 2014 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოვიდეს ჩვენი რა მიდის მარა ერერას ხელი არ დაედოს
0
№7
ავტორი: DiMaria
27 ნოემბერი 2014 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენი შვეიცარიული ფეხი არ ვნახო აქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top