თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2014, 14:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1711,
კომენტარები: 6
ჯეიმსი პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოს იყო
"როტერჰემის" მწვრთნელი რის ჯეიმსის შესახებ საუბრობს.
ჯეიმსი პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოს იყო
სტივ ევანსი აცხადებს, რომ იჯარის წესით განათხოვრებამდე რის ჯეიმსი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოს იყო.

21 წლის ფეხბურთელმა წინა სასეზონო ტურნეზე "იუნაიტედის" რიგებში კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ სეზონის სტარტზე მიღებულმა ტრავმამ მის სამომავლო განვითარებას ხელი შეუშალა.

"როტერჰემში" გადასვლამდე კი, სადაც რისი 10 იანვრამდე ითამაშებს ახალგაზრდა ფეხბურთელი სარეზერვო გუნდთან ერთად თამაშობდა.

"მეწისქვილეების" მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ახალწვეული "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში დაბრუნებას ძალიან უახლოვდებოდა.

"ახალგაზრდა რისი არის ფეხბურთელი, ვის "მანჩესტერ იუნაიტედში" განვითარებასაც ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი."

"ის შესანიშნავი მარცხენა მცველია, თუმცა მისი გამოყენება ფართოდაც შეიძლება."

"ჯეიმსის შესაძლებლობებს არა მარტო სერ ალექსი და მოიესი, არამედ ახალი მწვრთნელი, ვან გაალიც მშვენივრად ამჩნევდა, რომელმაც მას წინასასეზონო ტურნეზე თავის გამოჩენის საშუალება მისცა."

"ახალგაზრდა ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში ძალიან ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდზე" თამაშთან."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
27 ნოემბერი 2014 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კარგი ბიჭია მე ძაან მომწონს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ნოემბერი 2014 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არაუშავს, მომავალში ჩვენთან იქნება და აუცლილებლად მიეცემა შანსი.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2014 18:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ზამთრის მერე შეუძლია უკვე შემოგვიერთდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: red devil
27 ნოემბერი 2014 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეწისქვილეები :D
0
№5
ავტორი: DiMaria
27 ნოემბერი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
red devil,
ფქვილის დასაფქვავადაა წასული უეჭველად რა
0
№6
ავტორი: AkkRed
27 ნოემბერი 2014 22:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი ტიპია მომეწონა ამის თამაში ♥♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top