თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2014, 11:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1825,
კომენტარები: 6
ლუის ფრანგი მცველი სჭირდება
ლუი ვან გაალი ვარანს უმიზნებს.
ლუის ფრანგი მცველი სჭირდება
ლუი ვან გაალი დაცვის პრობლემების გადაჭრას იანვარში გეგმავს და საფრანგეთის ნაკრების მცველი თავის სასურველ ფეხბურთელთა სიაში შეჰყავს.

"იუნაიტედის" უპირველესი არჩევანი ხერარდ პიკე იყო, თუმცა ესპანელი "კამპ ნოუს" დატოვებას არ აპირებს.

"ასტონ ვილას" რონი ვლაარიც ვან გაალის სამიზნეთა სიაში ირიცხებოდა, თუმცა ჰოლანდიელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი დაბრუნება დიდ ხანს დააყოვნებს.

ამის შემდეგ კი ვან გაალმა რაფაელ ვარანი აირჩია თავისი გეგმის განსახორციელებლად. ფრანგი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთა რიგებში თავს კარგად ვერ გრძნობს.

21 წლის ვარანი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია, მაგრამ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის ქვეშ მას რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლევა.

ის ამჟამად სერხიო რამოსისა და პეპეს ჩრდილში იმყოფება და როგორც თავად აღნიშნა სიტუაცია ძალზედ მძიმეა.

"ეროვნული ნაკრებისგან განსხვავდება. იქ უფრო მეტ დროსა და პასუხისმგებლბოას ვიღებ. მიზანი კლუბში იმავე დონის მიღწევაა." - განაცხადა ვარანმა.

ვან გაალს შეუძლია ვარანს გარანტირებული ადგილი შესთავაზოს "იუნაიტედის" რიგებში, მაგრამ თუ მისი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, მოუწევს 30 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.

წყარო: dailystar
ახალი ამბები, ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
27 ნოემბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძAლიან ბევრია. კარგია, მაგრამ ბევრია. თუმცა მეორეს მხრივ ეს თუ მაღალ დონეზე ითამაშებს კაი ხანს პრობლემა აღარ გვექნება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს რომ ვიყიდოთ გარკვეულწილად სარისკოა, იმიტომ რომ არავინ იცის გაამრთლებს თუ არა, მაგრამ ღირს გარისკვად. ძალიან ნიჭიერია და საკმაოდ კარგად თამაშობს. მაგრამ მეეჭვება ეს დაგვითმონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
27 ნოემბერი 2014 12:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია რეალმა გაუშვას და თუ მართლა წავიდა გუნდიდან იმედია დავითრევთ. მაგარი ნიჭიერია
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ნოემბერი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ არ მგონია რეალმა ეს დათმოს. არადა ბოლო დროს მაგრად მოუმატა და თუ ვიყიდეთ დარწმუენბული ვარ გადახდილ თანხას ასი პროცენტით გაამართლებს.
0
№5
ავტორი: red devil
27 ნოემბერი 2014 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რავი რეალი ამას არ გაუშვებს მგონი
0
№6
ავტორი: oxivyq
19 ივლისი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top