ორშაბათს, გვიან ღამით ჩატარდა პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ბოლო მატჩი, სადაც ერთმანეთს "ვილა პარკის" სტადიონზე "ასტონ ვილა" და "საუთემპტონი" ხვდებოდნენ. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა ტურის სიმბოლური ნაკრებიც, სადაც მხოლოდ ერთი "მანჩესტერელი" მოხვდა. შაბათსს "არსენალთან" მატჩში დავიდ დე ხეას კარგმა თამაშმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გამარჯვებაში და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესოს წოდება.
შეგახსენებთ, რომ "პრემიერ ლიგის" მომდევნო, რიგით მე-13 ტური 29-30 ნოემბერს გაიმართება, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო შეხვედრას გამართავს "ჰალ სიტისან". მატჩი შაბათს 29 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.