"იუნაიტედის" ახალგაზრდა მარცხენა მცველი ჩემპიონშიპის გუნდში, "როთერჰამ იუნაიტედში" გაანათხოვრეს და რისი იქ 6 კვირა ითამაშებს.
21 წლის ჯეიმსი "მილერებს", რომლებიც დღესდღეობით გასავარდნ ზონაში არიან, 10 იანვრამდე დაეხმარება და ამის შემდეგ "იუნაიტედის" ხემძღვანელობას შეეძლება დაირუნოს ან ზაფხულამდე გაახანგრძლივოს იჯარა.
რისი "იუნაიტედთან" ერთად წლეულს ტურნეზე იმყოფებოდა და ნამდვილად დაგვამახსოვრა თავი კარგი თამაშით. "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" გამართულ შეხვედრაში იგი მოედანზე ლუკ შოუს ნაცვლად გამოჩნდა და მატჩის მეორე ნახევარში 2 გოლის გატანაც მოახერხა. მარცხენა მცველი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრაში, "ვალენსიასთან" და ლუკ შოუს შემცვლელადაც კი დასახელდა, თუმცა პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი არ შემდგარა.
ჯეიმსი "ეშმაკი" 2012 წელს გახდა. 2013-2014 სეზონში იგი "კარლაილ იუნაიტედში" იქნა განათხოვრებული სადაც 2 მატჩი ჩაატარა.