თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2014, 20:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1687,
კომენტარები: 7
კრერანდი: "რობინის კრიტიკას არ ვეთანხმები"
პედი კრერანდი თვლის, რომ ვან პერსის უსამართლოდ აკრიტიკებენ.
კრერანდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პედი კრერანდი თვლის, რომ რობინ ვან პერსის უსამართლოდ აკრიტიკებენ.

კრერანდი რობინის წარუმატებელ თამაშს მთლიანად გუნდს აბრალებს და მაგალითისთვის "იუნაიტედის" უკანასკნელი შეხვედრა მოჰყავს, რომელიც "წითლებმა" "არსენალს" 1-2 მოუგეს.

"არ ვეთანხმები კრიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში რობინის მისამართით ისმის."

"მაგალითისთვის აიღეთ "არსენალთან" შეხვედრა. რამდენად ხშირად ფლობდა ჩვენი გუნდი ბურთს პირველ ნახევარში? თავდამსხმელი დამოკიდებულია გუნდზე, რომელიც მას ბურთით ამარაგებს. ამასთან ერთად რობინი დაცვით მოქმედებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას."

"დარწმუნებული ვარ მას რომ ასი მომენტი ჰქონოდა, ნახევარს მაინც გაიტანდა. უბრალოდ მთელ გუნდს უკეთ უნდა ეთამაშა და თავდამსხმელიც გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა."

"რობინის პრობლემა ახლა ის არის, რომ პირველი გუნდის კარზე ჯიუტად აკაკუნებს ჯეიმს უილსონი. ის ფორვარდებზე უკვე ახდენს დიდ ზეწოლას. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ფალკაო გოლის გატანას რეგულარულად დაიწყებს, კონკურენცია კი რობინსა და ჯეიმსს შორის შედგება."
- განაცხადა კრერანდმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2014 20:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰო აბა, ასიდან 50 გოლს რომ გაიტან თავდამსხმელი მაგარი ხარ. "არსენალთან" ამის სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. არ ვითხოვთ მის გაშვებას ან იმედები არ გადაგვიწურია. უბრალოდ ცოტა უნდა დაჯდეს და გაითავისოს, რომ თუ მეტს არ გააკეთებს გარანტირებული არაფერი აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
26 ნოემბერი 2014 20:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უნდა იჯდეს სკამზე
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2014 21:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ფალკაო მართლა მალე დაიწყებს გოლების გატანას და პერსისაც მოუწვს ფიქრი უკეთესად თამაშზე. ფაქტია ძალიან ცუდ ფორმაშია და ბევრს აფუჭებს
0
№4
ავტორი: Svanii
26 ნოემბერი 2014 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
100%იანია !! ამას ვიძახი ყიველთვის არამარაგებენ პასებით და როგორ გაიტანოს არც მიკვირა არსენალთან 1.00 როქონდა არავინ არაძლევდა პასს .. ჰალაიტიათან ნახავთ რა შეუძლია რობინს. პროსტა მოამარაგონ პასებით რვპ <33
0
№5
ავტორი: Macklemore
26 ნოემბერი 2014 22:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კარგი რაა!! რასაც ვაკვირდები, მასტი არც ცარიელ ზონებს უქმნის მის უკან მოქმედ ფეხბურთელებს რო დრიბლინგის ხარჯზე რამე კარგი გარღვევა განახორციელონ და არც თვითონ იხსნება რო ნორმალურად პასი მისცენ. ან კიდე თუ მიიღებს რაღაც სისულელეს აკეთებს.
0
№6
ავტორი: red devil
26 ნოემბერი 2014 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პერსი აღარ არის ფორმაში მაგრამ მაინც ის არის ძირითადში :D მანდაც ჩაწყობით არის ყველაფერი :D
0
№7
ავტორი: DiMaria
27 ნოემბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
red devil,
ჰოლანდიელია კაცო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top