"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ნახევარმცველმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ატვირთა სურათი, რომელზეც გამოსახულია წიგნი, სამწვრთნელო ლიცენზიის აღების მსურველთათვის.
მაიკლი დღევანდელი "იუნაიტედში" ყველაზე "ხნიერია", ზაფხულში მან 33-ე დაბადების დღე აღნიშნა. მართალია, ლუი ვან გაალი აფასებს და იყენებს მის გამოცდილებას, თუმცა წითლების პოლიტიკის მიხედვით ასაკით დიდი ფეხბურთელები მხოლოდ 1-წლიან კონტრაქტებს აფორმებენ.
კერიკი "იუნაიტედს" 2006 წელს შეუერთდა და "ტოტენჰემმა" მასში 18 მლნ. ფუნტი მიიღო. "ეშმაკმა" მაიკლმა 5 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის სუპერ თასის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო საკლუბო ჩემფიონატის ტიტულის მოგება მოახერხა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.