თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2014, 17:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2302,
კომენტარები: 9
"ბლექბერნი" U21 - "მანჩესტერ იუნაიტედი" U21
"იუნაიტედის" რეზერვებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა გუშინ ლანკაშირის თასზე ითამაშა. "იუნაიტედი" სტუმრად "ბლექბერნთან" თამაშობდა და მეოთხეთფინალური მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 0-5 დასრულდა.

რეზერვების შემადგენლობაში თამაშობდა პირველი გუნდის სამი წევრი: ჯონი ევანსი, ანდერ ერერა და ადნან იანუზაი.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როცა უილ კინმა იანკოს გადაცემის შემდეგ გაიტანა. 10 წუთში უპირატესობა ორამდე ანდერ ერერამ გაზარდა.

შეხვედრის მესამე გოლი პირველ ტაიმში ანდრეას პერეირამ კარგი გარღვევის შემდეგ საჯარიმოს ფარგლებს გარედან გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქის რბევა მეორე ტაიმშიც გააგრძელა და 49-ე წუთზე ჯოშ ჰაროპის ტრავმის გამო მოედანზე შემოსულმა ჯო როტუელმა მეოთხე გოლი გაიტანა.

ჯონი ევანსი შეხვედრის 64-ე წუთზე შეცვალეს და ალბათ "ჰალ სიტისთან" თამაშისთვის ემზადება.

მე-80 წუთზე კი საბოლოო ანგარიში იმავე როტუელმა მატჩის ყველაზე ლამაზი კომბინაციის გათამაშების შემდეგ დააფიქსირა.

იხილეთ გოლების ვიდეო:



"მანჩესტერ იუნაიტედის" U21 შემადგენლობა: ლინდეგაარდი, იანკო (გრიმშოუ 68'), ტორპი, ევანსი (ლავი 64'), ვერმიილი, იანუზაი, პირსონი, ა. პერეირა, ერერა, ჰაროპი (როტუელი 29'), უ. კინი.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი შეგიძლიათ იხილოთ ანდერ ერერას ინდივიდუალური მოქმედებები გუშინდელ მატჩში:



წყარო: carrick.ru
ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2014 17:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ანდერს ველოდებით ჰალთან. თუ მაქ არა სტოკთან უეჭველად ითამაშებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
26 ნოემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვაა, რა მაგრად თამაშობენ. ერერა დამიბრუნეთ კაცო არ გამაგიჟოთ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო რა კომბინაცია იყო wink საღოლ მართლა მაგარი გოლი იყო
0
№4
ავტორი: AkkRed
26 ნოემბერი 2014 17:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ანდერა გამოვა სტოკთან და გაიტანს love
0
№5
ავტორი: RedGirl
26 ნოემბერი 2014 18:00
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ერერა მაინც დაბრუნდეს ჰალთან –_–
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: RedTeen
26 ნოემბერი 2014 18:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რამდენი ხანია ერერას არ უთამაშია, მგონი მომენატრა... :დ იმედია შემდეგ თამაშებზე იქნება და აღარ მიიღებს ტრავმას...
0
№7
ავტორი: Macklemore
26 ნოემბერი 2014 19:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმ 16მა ნომერმა რა გოლი ტენა.
0
№8
ავტორი: Wardell
26 ნოემბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან მაგრად ითამაშა მთელმა გუნდმა და ლუი ვიცი რო ამას არ კითხულობ მარა თამაშს მაინც ხო უყურებდი? ხოდა დააყენე შე ელამო ეს ბიჭი aggressive2
0
№9
ავტორი: PaLoMo
29 ნოემბერი 2014 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Da kide ro daweren ereras shaqirshi vcvlito:-d
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top