თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2014, 16:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1518,
კომენტარები: 10
ვან პერსის ჩემპიონობის იმედი აქვს
რობინ ვან პერსი ჩემპიონობის იმედს არ კარგავს.
ვან პერსის ჩემპიონობის იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოგების შანსი "იუნაიტედს" არ დაუკარგავს.

ამჟამად "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩებიან.

მიუხედავად ასეთი სხვაობისა, რობინს მიაჩნია, რომ ყველაფერი წინაა.

"ამ წელს ჩემპიონატში გამარჯვება ჯერ კიდევ შეიძლება, ჩვენ ხომ მატჩების მხოლოდ მეოთხედი გვაქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონში წარმატებისთვის ვართ განწყობილი, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან რთული იქნება. თუ არ გამოგვივა, რა თქმა უნდა მომდევნო სეზონში ვეცდებით." - აცხადებს ვან პერსი.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სანამ თეორიული შანსები იქნება, ასეთ საუბრებს ხშირად მოვისმენთ. მე პირადად ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი საგზური მაკმაყოფილებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedGirl
26 ნოემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რათქმაუნდა სანამ თეორიული შანსი იარსებებს ჩემპიონობის იმედი ყველას ექნება. ეს იუნაიტედია და არ არის ის გუნდი მხოლოდ ოთხეულისთვის რომ იბრძოლონ. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ შანსები მცირეა. წელს, ამ ვითარებაში, ლიგაზე დაბრუნება სრულიად საკმარისია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: DiMaria
26 ნოემბერი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძალიან ოპტიმისტიც რომ ვიყო მაინც ვერ მოვიგებთ. წელს უბრალოდ არ არის მაგის შანსი რა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონობა ძაან ბევრია ესეთი თამაშით, მაგრამ თუ სიტის თამაშებს გადავხედავთ მეორე ადგილზეც შეიძლება აღმოვჩნდეთ რო რამე. მარა მთავარი ოთხეულში დარჩენაა და დღევანდელი მდგომარეობით არაფერია გადაწყვეტილი
0
№5
ავტორი: Wardell
26 ნოემბერი 2014 20:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ეს მემგონი მართლა იმას შვება, ჩვენ რო ვიცით okay ადექი ბიჭო ითამაშე გაინძერი რამე ქენი რაის ჩემპიონობა რასა გევხარ
0
№6
ავტორი: ikex
26 ნოემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
tu chelsim principuli matchebi waago mashin sheidzleba
0
№7
ავტორი: Macklemore
26 ნოემბერი 2014 20:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პროგრესი ყოველ მატჩში ჩანს და ალბათ დაახლოებით სეზონის მეორე წრისთვის საკმაოდ კარგად უნდა ვთამაშობდეთ, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი ალბათ ზედმეტია. ყოველ შემთხვევაში არსებული ვითარება მაგის იმედს არ გვაძლევს. ჩელსის 13 ქულა გვაშორეებს. ეს საკმაოდ ბევრია, მიუხედავად იმისა რო 26 ტურია წინ.
0
№8
ავტორი: Mufc7
27 ნოემბერი 2014 10:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ზედმეტი ოპტიმიზმით რეალობის აღქმის უნარი კი არ უნდა დავკარგოთ. ჩემპიონობის სურვილი და ამბიცია კარგია,მაგრამ ჩემპიონობის შანსი ამ სეზონში მცირე გვაქვს,რას არ უნდა მწარე იყოს რეალობის დანახვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Berba 9
27 ნოემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არამგონია ჩემპიონობას ხელი გამოვკრათ, მაგრამ 3-ეულში შესვლა შეიძლება რა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: PaLoMo
29 ნოემბერი 2014 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Mag chkuazea axla mourinho roo chempionobis shansi gaushvas xelidan xooo:-) amxela upiratesoba chelss ar qonia rac tavi maxsovs mis mere .....
Ise arsenalic sharshan am dros 1 adgilze iyo:-):-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top