"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" მცველით, ტომას ვერმაელენით არ ინტერესდება.
გასულ კვირას პრესაში ხმა გავრცელდა, თითქოს "იუნაიტედი" ბელგიელი მცველის იჯარის წესით აყვანას აპირებდა, მაგრამ ეს სიცრუეა - "იუნაიტედის" გადაწყვეტილებას ის აფერხებს, რომ შესაძლოა ტომას ვერმაელენს რთული ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
29 წლის მცველი "ბარსელონამ" "არსენალისგან" 15 მლნ. ფუნტად შეიძინა, თუმცა მას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია თამაში, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიისა და რუსეთის ნაკრებების თამაშისას მიღებული ტრავმა არ მოშუშებია.
"არსენალმა" ზაფხულში ტომასი "იუნაიტედს" არ მიჰყიდა, რადგან "წითლები" ტრანსფერში სმოლინგის ჩართვას არ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ ის "ბარსელონაში" აღმოჩნდა.