26-11-2014, 11:12
ნანახია: 2365,
კომენტარები: 12
პსჟ დი მარიათი კვლავ ინტერესდება
ანხელ დი მარია კვლავ ფრანგების სამიზნეა.
"პარის სენ-ჟერმენი" ანხელ დი მარიას შეძენასთან ზაფხულში ახლოს იყო, თუმცა არგენტინელის შეძენა უეფა-ს ახალი წესების გამო არ მოხერხდა.
ლიგა 1-ს გამარჯვებულებს მხოლოდ 50 მლნ. ფუნტის დახარჯვა შეუძლიათ, მაგრამ ფრანგულ მედიას სჯერა, რომ "პსჟ"-ს სანქციები შეუმსუბუქდება.
ფრანგული კლუბი აპირებს მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელისადმი ინტერესი განაახლოს.
დი მარიამ უკვე მისცა პარიზულ კლუბს საბაბი, რამეთუ განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეიძლება ოდესღაც "პსჟ"-ში აღმოჩნდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კი კვლავ აპირებს "იუვენტუსიდან" არტურო ვიდალის შეძენას, რომლის გაყიდვას იტალიური კლუბი თანხმდება.
ლუი ვან გაალი მზადაა 27 წლის ჩილელ ფეხბურთელში 48 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
წყარო:
express
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.