UEFA-ს 2014 წლის გუნდის 40 კაციან განაცხადში პრემიერ ლიგის მხოლოდ 7 ფეხბურთელი შევიდა.
"მანჩესტერ სიტის" სამეული, ვინსენ კომპანი, იაია ტურე და პაბლო საბალეტა "არსენალის" ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის, ანხელ დი მარიასა და "ჩელსის" ახალწვეულების, დიეგო კოშტასა და ტიბო კურტუას გვერდით დასახელდნენ.
UEFA-მ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც 6 იანვარს დასრულდება და 2015 წელს 2014 წლის სიმბოლური გუნდი დასახელდება.
გამოკითხვაში 4 მეკარე, 12 მცველი, 12 ნახევარმცველი და 12 თავდამსხმელი იღებენ მონაწილეობას.
სხვადასხვა გუნდების ფეხბურთელთა წარმომადგენლობითი რიცხვი კი ასეთია:
Bayern Munich - 9 Real Madrid - 8 Atletico Madrid - 4 Barcelona - 3 Juventus - 3 Manchester City - 3 Borussia Dortmund - 2 Chelsea - 2 Arsenal - 1 Manchester United - 1 Red Bull Salzburg -1 Sevilla - 1 Zenit - 1