თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2014, 09:43
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2175,
კომენტარები: 10
ფალკაო: "ვიცი, როგორ გავაჩუმო კრიტიკოსები"
რადამელ ფალკაო პრობლემის გადაჭრის გზას ხედავს.
ფალკაო:
"მანჩესტერ იუნაიტედში" არენდით მყოფი ფალკაო, ცდილობს რამენაირად გააჩუმოს კრიტიკოსები.

მას შემდეგ რაც კოლუმბიელი შემტევი ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდა ის სათამაშო ფორმის და ჯანმრთელობის დეფიციტს განიცდის. სერიოზული მუხლის ტრავმის შემდეგ, რამაც მას მუნდიალის გამოტოვება აიძულა, "იუნიატედის" რიგებში 5 მატჩიდან 1 გოლის გატანა მოახერხა.

ფალკაომ უკვე გამოტოვა ისეთი მატჩები, როგორიც "ჩელსისთან", "სიტისთან" და "არსენალთან", გამართული შეხვედრებია. ამის მიზეზი კი ახალი, ბარძაყის ტრავმა გახლავთ. ამ ყველაფერმა კი "იუნაიტედის" ბოსები დააფიქრა, ღირს თუ არა მისი გამოსყიდვა "მონაკოდან".




მაგრამ ფალკაომ DirecTV -სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიტიკოსების გაჩუმების იოლი გზა არსებობს. "მე უნდა ვცადო და დავრწმუნდე იმაში, რომ ყველაფერი რასაც ჩემთვის არ მოაქვს პოზიტივი არ მაყენებს ზიანს. უამრავი სპეკულაციაა ჩემს გარშემო, მაგრამ მე ამის იზოლირება უნდა შევძლო."

"როდესაც ფეხბურთელი ახალ ლიგაში გადადის, ისეთი სტატისტიკით როგორიც მე მაქვს, რა თქმა უნდა ყველა ბევრს მოელის. სამწუხაროდ მე რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიხდა ტრავმების გამო. მე 5 მატჩი ჩავატარე, აქედან 3-ში ძირითად შემადგნლობაში მოვხვდი. ერთადერთი რაც დამრჩენია ახალი ლიგის შეგუებაა, რადგან როდესაც ვითამაშე, მივხვდი რომ არანაირი პრობლემა არ მაწუხებდა. ვფიქრობ რომ კარგადაც ვითამაშე. მე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს." -
დაასრულა ფალკაომ.

ფალკაო: "ვიცი, როგორ გავაჩუმო კრიტიკოსები"

წყარო: Mirror


გახდება ფალკაო მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ბომბარდირი ?

დიახ, გახდება!
ვერ გახდება...

ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
26 ნოემბერი 2014 10:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თუ ასე ტრავმებით გააგრძელა,კრიტიკოსებს კი არ გააჩუმებს, უარესად აალაპარაკებს. ის ფალკაო,რომელსაც ყველა ვიცნობთ, არ ჩანს ჯერ და გამოკითხვაზეც ვიტყვი ბარემ- სურვილი დიდი მაქვს,რომ ბომბარდირის სახელით დაასრულოს სეზონი,მაგრამ არ მგონია ეს ასე მოხდეს. ჯერ მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია,მოედანზე დავინახო და მეღირსოს,ის მინდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
26 ნოემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აიი მიმდინარეზე არამგონია, მაგრამ თუ შევისყიდით და ტრავმები არ დატანჯავს მომავალი სეზონისთვის უეჭველი იქნება
0
№3
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2014 10:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სცადე და გამაჩუმე. მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ისეთ რამეს გააკეთებ ლაპარაკის მიზეზი საერთოდ აღარ მექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: temo-scholes
26 ნოემბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
radamel me sheni yoveltvis mjeraa!!! ''El tigre'' udzlieresi centr forvardia mtels msoflioshii.... Texnikuri da civsisxlianii!!!
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ნოემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ამდენი ტრამვები აღარ ექნება და გოლების გატანასაც დაიწყებს, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა არა მგონია ღირდეს ამის დატოვება.
0
№6
ავტორი: Wardell
26 ნოემბერი 2014 13:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კრიტიკოსები კი არა ჯერ შენი ტრავმები გააჩუმე და ნუ დაგვტანჯე ან ითამაშე ან იარე კალიასკით derpwhy
0
№7
ავტორი: RedGirl
26 ნოემბერი 2014 16:42
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ოღონდ შენ ეგ ქენი. მარა შენ და შენი ტრამვები ;დ და ვან გაალის პერსი კიდე :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2014 16:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ-ჯერობით რაც ითამაშა არც ერთში არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება ამდენი ტრავმების ფონზე. ვნახოთ ეხლა რო დაბრუნდება რას იზამს. უძლიერესი ფორვარდი როა უკვე დაამტკიცა ბევრჯერ, იმედია ჩვენთანაც დაიწყებს გატანას
0
№9
ავტორი: DiMaria
26 ნოემბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმედია მოგცემს ლუი შანსს. ყელში ამოვიდა იმის ტყუილი სირბილი უკვე
0
№10
ავტორი: Macklemore
26 ნოემბერი 2014 21:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვნახოთ, იმედია გუნდის ბომბარდირი გახდება მინიმუმ 20 გოლით :D :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top