"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, მარკოს როხო მხრის დაზიანების შემდეგ თითქმის გამოჯანმრთელდა და ვარჯიშებს შეუდგა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა მხარი მანჩესტერულ დერბიში 2 ნოემბერს დაიზიანა.
ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი ქვეშევრდომი 6 კვირას გამოტოვებდა და თავდაპირველად საუბარი იყო ოპერაციაზეც.
თუმცა გამოჯანმრთელება პროგრესულად მიმდინარეობს და როგორც მოსალოდნელია როხო "იუნაიტედს" 8 დეკემბერს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ საშინაო მატჩში დაუბრუნდება.