თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2014, 19:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2120,
კომენტარები: 10
"იუნაიტედს" ტერ შტეგენი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" მეკარით ინტერესდება.
გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" ზაფხულში მიუნხენგლადბახის "ბორუსიადან" 10 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და როგორც მოსალოდნელი იყო ის ლუის ენრიკეს გუნდში ნომერ პირველი კიპერი იქნებოდა.

თუმცა ენრიკემ 31 წლის კლაუდიო ბრავო ამჯობინა, რომელც "რეალ სოსიედადიდან" შეიძინეს და სწორედ ის დგას ძირითად შემადგენლობაში.

ტერ შტეგენი კი უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში თუ ეძლევა თამაშის საშუალება.

22 წლის გერმანელ მეკარეს მეტი სათამაშო დრო სურს და ამის გამო სხვა კლუბში იჯარით გადასვლას თანხმდება, მისით კი პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდი ინტერესდება "არსენალის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით.

ლონდონელები მეკარის ძიებაში არიან, ხოლო "ლივერპულს" სიმონ მინოლესთვის კონკურენციის გაზრდა სურს. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი როგორც მოსალოდნელია იანვარში ანდერს ლინდეგაარდის წასვლის შემდეგ ახალი მეკარის დამატებას ეცდება.

წყარო: dailystar
ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
24 ნოემბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჭორი
0
№2
ავტორი: Vodafone
24 ნოემბერი 2014 19:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სანამ დე ჰეა 35 წელს არ გადაცდება არცერთ მეკარეზე არ დავიჯერებ ჭორებს wink
0
№3
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იჯარის წესით კაი იქნება რავი.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
22 წლის გერმანელ მეკარეს მეტი სათამაშო დრო სურს და ამის გამო სხვა კლუბში იჯარით გადასვლას თანხმდება


მერე იუნაიტედში წამოვა ხო ეს? wink
0
№5
ავტორი: გაბადაძე
24 ნოემბერი 2014 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ბიჯოოო ნუ გადამრევენ ესენი, აქ რო გადმევიდეს მაგ დროც არ მიეცემა, დავითა ისეთ ფორმაშია რავი ,და იქ ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ათამაშებენ და აქ სად ვათამაშოდ ? ეპლს ვყომარობთ წელს მარტო ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ნოემბერი 2014 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნეტა როგორც მეკარე არ გვჭირდება ამ მომენტში ისე მცველებიც არ გვჭირდებოდეს რააა...
0
№7
ავტორი: Count Alucard
24 ნოემბერი 2014 21:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასეთ უაზრო ჭორებს საერთოდ რატო იგონებენ?
0
№8
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2014 22:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე რო წავიკითხე დე ხეას შემცვლელად მოიაზრეს დე ხეა კიდე მგონი ხვდებით სადაც უშვებენ
0
№9
ავტორი: MANUTD FAN.
24 ნოემბერი 2014 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არა ეხლა ამდვილად არაა გუნდში საჭირო მეკარე და რაც შეეხება თვითონ ტერ შტეგენს ის ხო ძალიან მაგარი მეკარეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№10
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეკარის მოყვანაზე ფიქრიც კი არ გვინდა ამ ეტაპზე და დაცვას მიხედოს ჯობია areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top