თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2014, 18:18
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 8
კრის სმოლინგი: "ოთხეულში შესვლა - ეს პროგრამა მინიმუმია"
კრის სმოლინგი გუნდის მიზნებზე საუბრობს.
კრის სმოლინგი:
შაბათს საღამოს, "არსენალთან" გამარჯვების შემდეგ, "იუნაიტედმა" მეოთხე ადგილზე აინაცვლა, თუმცა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე, კრის სმოლინგი, აცხადებს რომ, გუნდმა მინიმუმ უნდა შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ ჩამოვიდეს ქვევით.

"იმის გათვალისწინებით თუ როგორი ფეხბურთელები ირიცხებიან გუნდში, ჩვენ აშკარად მეტი მატჩი უნდა მოგვეგო და ქულების მეტი რაოდენობაც უნდა გვქონოდა. თუმცა ასე არ მოხდა, ამ მოგებით კი ჩვენ საფუძველს ვუყრით წინსვლას, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, თუმცა თამაშის ხარისხი მაინც დაბალი იყო. ახლა შეხვედრის ჩანაწერის ნახვის შემდეგ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ შეცდომები.

2 საშინაო მატჩი გველის, რომელთაგან აუცილებელია 6 ქულის აღება და უკვე შემდეგ შეგვიძლია შევხედოთ სატურნირო ცხრილს."


კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ოთხეულში მოხვედრა, სმოლინგმა ასეთი პასუხი გასცა:

"ეს პროგრამა მინიმუმია, ჩვენ მეტი გვსურს"

მიუხედავად ლუკ შოუს ტრავმისა, რომელიც ინგლისელმა მატჩის სტარტშივე მიიღო, სმოლინგი თვლის რომ, ახალგაზრდა მცველებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობები 100%-ით შეასრულეს და გაუმკლავდნენ, ლონდონელთა მრისხანე შეტევის ხაზს:

"ჩვენი მთავარი ამოცანა მეტოქის შემტევების განეიტრალება იყო, რომლებიც ძალიან სწრაფები და ამავდროულად ტექნიკურები არიან. ჩვენ ძალიან მობილურად ვმოქმედებდით, ვეხმარებოდით ერთმანეთს. ნებისმიერი ჩვენგანის ეპიზოდიდან გამოთიშვა შესაძლოა გოლით დასრულებულიყო."


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ნოემბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"იმის გათვალისწინებით თუ როგორი ფეხბურთელები ირიცხებიან გუნდში, ჩვენ აშკარად მეტი მატჩი უნდა მოგვეგო და ქულების მეტი რაოდენობაც უნდა გვქონოდა.


ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს, ზოგი ვერ თამაშობს. დარჩა ბავშვები და იანგები. რასაც ვაღწევთ ამით ის არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, მაგრამ გარემო პირობები ძალიან გვიშლის ხელს და ეს გასათვალისწინებელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Vodafone
24 ნოემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გუშინ კარგი იყო მთლიანი დაცვის ფონზე, იმედია მოუმატებს კიდე თორე ამ სეზონში დაცვაში ჯერ ვერცერთი ვერ თამაშობს მაღალ დონეზე და შედეგებზეც აისახება.
0
№3
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გუშინ არაუშავდა. ეტყობა გაითვალისწინა ის შეცდომა რაც დერბიში მიქარა
0
№4
ავტორი: VaRdo
24 ნოემბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ახალგაზრდა მცველებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობები 100%-ით შეასრულეს


facepalm ahahaha 100% დე გეამ შეასრულა შე სირო შენ და მცველებმა კი არა. 9 ჯერ რომ გავიდნენ ერთი ერთზე ეგ 100% ? იმედია ეს თუ თქვენი 100% არის აღარასოდეს გამხოვალთ მოდანზე. ნუ რესურსიდან გამომდინარე მეტს არც მოველოდი, მაგრამ 100% რომ წერ იქნებ დაფიქრდე. მართლა სმოლინგი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კალენდარი ხელს გვიწყობს, თან სახლში ვართ ზედიზედ 2 თამაში და ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ოთხეულში უნდა დავასრულოთ პრემიერ ლიგა, არ აქვს მნიშვნელობა მესამეს და მეოთხე ადგილს. პირველ მეორეზე ვინები გავლენ ყველამ იცის
0
№6
ავტორი: გაბადაძე
24 ნოემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ბიჭებო ჯონსი ან რრაფიკა დაბრუნდენ თუ იცით ვინმემ ? :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2014 23:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სმოლინგ შე შობელძაღლოოო ♥♥ ნუ უმნიკობ და თამაშს მიხედე
0
№8
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 11:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მართალია, გუნდმა მინიმუმ უნდა შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ ჩამოვიდეს ქვევით. შესაძლებლობა გვაქვს,რომელსაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ და იმედი მაქვს, ოთხეულში მომიწევს ჩვენი გუნდის დანახვა სეზონის ბოლომდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top