ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
შაბათს გამარჯვების შემდეგ ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა და ლონდონის შეხვედრაც ხელახლა განვიხილეთ. ახლა კი მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ორ შეხვედრას, რომელსაც სახლში, "ოლდ ტრაფორდზე" გავმართავთ.
რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი გამარჯება იყო. "არსენალი" არის გუნდი, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით სახლში. მათ უამრავი შესანიშნავი მომენტი შექმნეს და საქმე გართულდა, მაგრამ მანჩესტერში სამი ქულა დავიდის შესანიშნავი თამაშის, რუნის შესანიშნავი დასრულებით და ანტონიოს დარტყმით წამოვიღეთ, რომელიც ავტო გოლში გადაიზარდა.
ამჟამად მეოთხე ადგილზე ვართ და გვინდა სატურნირო ცხრილში წინსვლა განვაგრძოთ. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა ეს არის ფორმის შენარჩუნება. "ჰალისა" და "სტოკის" წინააღმდეგ ადვილი არ იქნება თამაში, მაგრამ იმედი გვაქვს კარგ თამაშს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ. ცუდი ამბავი მხოლოდ ლუკ შოუს ტრავმა იყო, რაც მიმდინარე სეზონში საკმაოდ მრავლდაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვებების მოპოვება და გამოჯანმრთებული ფეხბურთელებისთვის კარგი შედეგების დახვედრება.
მუსიკა, კინო და წიგნებისანამ ამას ვწერ ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკას ვუსმენ, რასაც ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ვაკეთებ. ჩემი ბლოგის მისი მუსიკით გაჯერება ძალიან მომწონს და ეს ძალიან მამშვიდებს.
გმადლობთ ყველას თქვენი რეკომენდაციებისთვის, რასაც ფილმების შესახებ მაძლევდით, კარგი გემოვნება გაქვთ... ;-) ვფიქრობ, შემდეგი ფილმი, რომელსაც ვუყურებ Butch Cassidy და the Sundance Kid იქნება. ამ დღეებში ჩოგბურთის ლეგენდის, ანდრე აგასის ბიოგრაფიასაც ვეცნობი.
გკოცნით ყველას.
ხუანი.წყარო:
manutd.com