თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2014, 14:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 9
ნევილი: "მე-12 ადგილი "ლივერპულის" ჭეშმარიტი დონეა"
ფილ ნევილი "ლივერპულის" შესახებ.
ნევილი:
BBC-ს ექსპერტი, ფილ ნევილი აცხადებს, რომ სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი "ლივერპულის" ფონეს სრულად ასახავს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ გასულ წელს დაკავებული მეორე ადგილი მხოლოდ დროებითი მიღწევა იყო და ბრენდან როჯერსის გუნდი სწორედ იქ იმყოფება, სადაც მისი ადგილია.

"იმის გამო, რაც "ლივერპულმა" გასულ წელს აჩვენა, ხალხს შეუსაბამო მოლოდინი გაუჩნდა მიმდინარე წელს მათ შესაძლებლობებთან დაკავშირებით."

"მაგრამ გასულ წელს ტიტულთან ასეთი სიახლოვე მხოლოდ მსოფლიო კლასის დუეტის, დანიელ სტარიჯის და განსაკუთრებით ლუის სუარესის დამსახურება იყო. ამის გამეორებას კი სუარესის "ბარსელონაში'' გადასვლის შემდეგ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ."


" არ ღირს იმის თქმა, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე დაბალ დონეს აჩვენებენ. სატურნირო ცხრილში ასეთი მდებარეობა მათ ამჟამინდელ დონეს აღნიშნავს, განსაკუთრებით სტარიჯის არ ყოფნის დროს."

"კრისტალ პალასთან" 3-1 მარცხი, რაც პრემიერ ლიგის 12 ტურში მე-6 მარცხია ნიშნავს, რომ ლიდერ "ჩელსის" 18 ქულით ჩამორჩებიან."

"დიახ, ეს ცუდია. მითუმეტეს, რომ გასულ წელს "წითლებმა" მთელი სეზონის განმავლობაში 6 მარცხი განიცადეს და პრემიერ ლიგის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონის ბედი მათ ხელთ იყო."

"მაგრამ ეს მხოლოდ ერთადერთი "გასროლა" იყო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, "ლივერპული" ყოველთვის პირველ რვა გუნდში შემავალი გუნდი იყო, რომელიც ევროპის ლიგაზე თამაშის საშუალებას იძლევა. მე-12 ადგილი ალბათ მოსალოდნელზე დაბალი შედეგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ველოდებოდი, განსაკუთრებით სუარესის გაყიდვის შემდეგ."

"ლივერპული" - კარგი გუნდია, მაგრამ სეზონის დასაწყისიდანვე ვერ ვხედავდი, რომ მათ შემადგენლობას ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლო."
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ნოემბერი 2014 15:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან სასიამოვნო კია ამის ხედვა ჩემთვის. გუშინ კიდევ ერთხელ გავიხარე ლივერპულის მარცხით. მეზობლად რამდენიმე სკაუზერი მყავს და შარშანდელ სეზონში ლაპარაკის მიზეზი მიეცათ, მაგრამ ახლა უნდა გაჩუმდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2014 15:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხო არ მევასებოდა დიდად ფილი მაგრამ ეხლა ვაფანატებ love
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სუარესი-სტარიჯი იყო ნახევარი ლივერპული. სუარესი უფრო რა თქმა უნდა მარა სტარიჯმაც ბლომად გოლები შეყარა

შარშან როჯერსი მეორე ფერგი იყო და ეხლა დედის გინებით აგდებენ გუნდიდან. როცა ამხელა თანხას ხარჯავ და გუნდში ლამბერტი და ბალოტელი მოგყავს სუარესის შემცვლელად ჩემი აზრით კარიერა უნდა დაასრულო
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ნოემბერი 2014 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძლივს არ თქვა ამან ცოტა წესიერი რაღაცა? wink
0
№5
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვა საღოლ ფილ შეგძლებია ხო ხედავ :D
0
№6
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ტიპმა გალანძღა ტო :D
0
№7
ავტორი: VaRdo
24 ნოემბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მთელ ლივერპულს პირში ჩააფრინდა ფილი lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Best 7
24 ნოემბერი 2014 22:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მალააადეეეც ფიილ;):D
0
№9
ავტორი: Stivi Ji
25 ნოემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
sheni dedac
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top