„იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელის, დევიდ მოიესის თქმით იგი ლუი ვან გაალის ადგილას არ მისცემდა თანხმობას უელბეკს არსენალში გადასვლაზე.
"ყველა მწვრთნელს აქვს არჩევანის უფლება, მაგრამ მე არ გავყიდდი დენის. იგი კარგი ფეხბურთელი იყო გასულ წელს ჩემთვის. თუ დაუკვირდებოდით მან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ „იუნაიტედის“ რიგებში." - ციტირებს მოიესის სიტყვებს talksporti-ი