თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2014, 10:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1586,
კომენტარები: 6
ლინდეგაარდს ნილანდი ჩაანაცვლებს
"იუნაიტედის" მეკარეს ნორვეგიელი მეკარე შეცვლის.
ლინდეგაარდს ნილანდი ჩაანაცვლებს
ანდერს ლინდეგაარდის "ოლდ ტრაფორდული" ტკივილი იანვარში დასრულდება. "მანჩესტერ იუნატედი" ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარის შეძენას გეგმავს.

30 წლის მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და როგორც ჩანს მას ლუი ვან გაალის გეგმებში ადგილი არ მოეძებნება.

მიმდინარე სეზონში ანდერსს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია და კლუბში სავარჯიშოდ ვიქტორ ვალდესის მოსვლა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება "იუნაიტედთან" ერთად ლინდეგაარდისთვის კიდევ ერთი ნიშანი უნდა იყოს.

ლუი ვან გაალმა კი დავიდ დე ხეასთვის კონკურენციის გასაწევად ორიან ნილანდი აირჩია. 24 წლის მეკარემ სექტემბერში "მოლდესთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც მოსალოდნელია "იუნაიტედი" მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ლინდეგაარდის შეთავაზებასაც აპირებს.

წყარო: mirror
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ნოემბერი 2014 10:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პირველ რიგში თავად ანდერსისთვისაა კარგი, მაგრამ მე რომ ნილანდის ადგილზე ვიყო ფეხსაც არ გადავდგამდი "იუნაიტედისკენ". დე ხეას ტოლაა და თუ დე ხეას ყიდვას არ აპირებენ მასაც სკამზე ჯდომა მოუწევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2014 10:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ რამის მაქნისია გადმოვიდეს დე ხეას კონკურეცია ექნება
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ნოემბერი 2014 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე პირადად არ მინდა ლინდეგაარდის წასვლა, იმიტო რო დე ხეას კარგი შემცვლელი უნდა ყავდეს. რაც შეეხება ვალდესის მოსვლას, არა მგონია ეს ლინდეგაარდისთვის რანე ნიშანი იყოს, იმიტო რო ყველამ იცის რო ვალდესს ვან გაალმა "უჯიგრა" და ამიტომ ვარჯიშობს იგი გუნდთან ერთად.
0
№4
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა ანდრესი მშვენიერი მეკარეა თუმცა დავითასთან შანსი არ აქ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2014 15:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინდეგაარდზე კარგ შემცვლელს ვერც ვიპვოით ალბათ. არამგონია ვინმეს მეორე ნომრად უნდოდეს თამაში. ვისაც ვიყიდით თავიდანვე ეცოდინება რო დე ხეასთან უშანსოდ იქნება

ისე კარგი იქნება მისთვის თუ წავა მარა სადაც აქამდე დარჩა რავიცი არამგონია წავიდეს
0
№6
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ გადმოვა. მე რომ ვიყო კი წავიდოდი, მარა ეგ არ გადმოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top