სამხრეთ-ამერიკელმა ფორვარდმა "იუნაიტედის" გულშემატკივარს ტვიტერის საშუალებით ამცნო დაბრუნების და ვარჯიშის განახლების ამბავი.
პარასკევს გამართულ პრესს-კონფერენციაზე, ლუის ვან გაალმა ფალკაოს ახალ ტრავმაზე ისაუბრა, თუმცა იქვე დაურთო, რომ არაფერი სერიოზული არ იყო. რადამელმა ზედიზედ 4 მატჩი გამოტოვა და დიდი ალბათობით შემდეგ ტურში მოედანზე ვიხილავთ.
"ვუბრუნდები ვარჯიშს 100%-ით და მზად ვარ გუნდს შემდეგ მატჩებში დავეხმარო. "
შეგახსენებთ შემდეგ ტურში, წითლები, მშობლიურ "ოლდ ტრაფორდზე" "ჰალ სიტის ვეფხვებს" შეხვდებიან, მატჩი 29 ნოემბერს 19 საათზე დაიწყება.