"მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებენ მატს ჰუმელსს. სამიზნეთა რიცხვს მცირე ხნის წინ "ბილბაოს" ფეხბურთელი, აიმერიკ ლაპორტე და "ვესტ ჰემის" მცველი, "უინსტონ რიდიც" შეემატნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ხმა დაირხა "ატლეტიკოს" მცველის, მირანდას შესახებაც.
ესპანური ვებ-გვერდი Fichajes იტყობინება, რომ "ატლეტიკო მადრიდი" მირანდას გაშვებას დასთანხმდა და "იუნაიტედს" მისი შეძენა ზამთარშივე შეეძლება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ფასი 24 მლნ. ფუნტა, თუმცა "იუნაიტედი" მხოლოდ 20 მლნ. ფუნტის შეთავაზებას აპირებს.
თუ კი ტრანსფერის განხორციელება "იუნაიტედს" მართლაც სურს, ვან გაალს ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს.