თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 17:32
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2157,
კომენტარები: 6
"არსენალი" - "იუნაიტედი" 1-2 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
ინგლისის პრემიერ ლიგის 12-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა. შეხვედრა აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე. გოლის გატანის შანსი ჯეკ უილშირს მიეცა, რომელსაც დე ხეამ აჯობდა და არ მისცა ანგარიშის გახსნის საშუალება. პირველ ნახევარში კვლავ შეიქმნა სახიფათო მომენტი "იუნაიტედის" კართან, მაგრამ დე ხეამ აქაც შესანიშნავად იმოქმებდა. ვან გაალის გუნდს დაცვის ხაზში პრობლემა კვლავ დაემატა, მე-16 წუთზე ლუკ შოუ დაშავდა და ჰოლანდიელი სპეციალისტი იძულებული გახდა იგი ეშლი იანგით ჩაენაცვლებინა.

მეორე ტაიმში "არსენალი" კვლავ აგრძელებდა ზეწოლას, თუმცა შედეგი არ ჩანდა. 56-ე წუთზე შჩესნის და მცველების შეუთანხმებელ მოქმედებას ვალენსიას დარტყმა და გიბსის ავტო-გოლი მოჰყვა. გაშვებულ გოლს მეკარის ტრავმაც დაემატა და შჩესნის ნაცვლად მარტინესი გამოჩნდა. თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო ვერც უილშირმა და ვენგერს მეორე იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია, მინდორზე სანტი კასორლა გამოჩნდა. “მეთოფეებმა” მთელი ძალებით შეუტიეს და უკანა ხაზი მოაშიშვლეს, რითაც შესანიშნავად ისარგება “იუნაიტედმა” და რუნიმ კონტრშეტევაზე მეორედ დაამწუხრა ლონდონელები. ანალოგიურად შეეძლო გაეტანა დი მარიასაც, მაგრამ არგენტინელმა ვერ ივარგა. 5-ე წუთზე სამთვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოლივიე ჟირუმ მშვენიერი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს და მატჩიც "იუნაიტედის" გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ვან გაალის გუნდმა პრინციპული შეხვედრა მოიგო და მე-4 ადგილზეც გადაინაცვლა.

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 (0:0)

სტადიონი: “ემირათს სთედიუმი”
გოლები: 0:1 გიბსი (56 ს.კ.), 0:2 რუნი (85), 1:2 ჟირუ (95).
გაფრთხილებები: კასორლა, ჟირუ – უილსონი
მსაჯი: მაიკლ დინი

არსენალი: შესნი (მარტინესი 59), მონრეალი, მერტესაკერი, გიბსი, ჩემბერსი, არტეტა, რემსი (ჟირუ 77), უილშირი (კასორლა 55), ჩემბერლენი, სანჩესი, უელბეკი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ იუნაიტედი): დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი, მაკნაირი, შოუ (იანგი 16), კერიკი, ფელაინი, ვალენსია, რუნი, დი მარია, ვან პერსი (უილსონი 75).

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი
მიმოხილვები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 17:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდი თამაში მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. დაცვისგან მეტს არც ველოდი, როცა ესეთ მდგომარეობაშია ისედაც და ამდენი გვაკლდა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 17:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისე გუშინ ჩემბერსი რა კარგად ერთვებოდა შეტევაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: გაბადაძე
23 ნოემბერი 2014 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Aq ra mosatania mara liverpuls 3 - 1 mougo kristalma :-D :-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Wardell
23 ნოემბერი 2014 22:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
8:48-ზე უყურეთ რა მაგრად იცინის დე ხეა კასორლას დარტყმულს რო იღებს :D :D love
0
№5
ავტორი: AkkRed
24 ნოემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,
ეგ მე თამაშის დროს შევნიშნე wink
0
№6
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ცუდად ნათამაშევი მოგებული მატჩი. კარგია მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top