"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა და “სტოკ სიტის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა გააზიარა მისი მოლოდინი ინგლისის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურის ჩასატარებეს „მანჩესტერულ“ დერბიზე.
„მე დარწმუნებული ვარ რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაიმარჯვებს. ამას იმიტომ კი არ ვიძახი, რომ მე ამ გუნდში ვთამაშობდი. უბრალოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უფრო გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, მან იცის თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს თავის თანაქალაქელ კოლეგას. თუ ფერგიუსონის ტაქტიკა და იდეები გამართლდება, გამარჯვება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელში იქნება“ - განაცხადა ოუენმა Goal.com-თან ინტერვიუში.