თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 17:19
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1814,
კომენტარები: 6
იანგი: "გუნდის სიმტკიცემ შედეგი გამოიღო"
ეშლია იანგის მატჩის შემდგომი კომენტარი.
იანგი:
გუშინ საღამოს, "იუნაიტედმა" პირველი საგარეო გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა "ლონდონური არსენალი" ანგარიშით 1-2. წითლები დიდწილად, ესპანელ დავი დე ხეას უნდა უმადლოდნენ 3 ქულის აღებას, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ, მთლიანობაში გუნდიც კარგად გამოიყურებოდა. გამონაკლისი არც ეშლი იანგი გახლდათ, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მას შემდეგ რაც შეხვედრის მე-14 წუთზე ტრავმირებული ლუკ შოუს ნაცვლად მოუხდა მოედანზე შესვლა. ეშლიმ მატჩის შემდგომა პატარა ინტერვიუ მისცა MUTV-ს:

როდესაც "ემირეიტსზე" გადიხარ სათამაშოდ, წინასწარვე იცი რომ ძალიან რთული მატჩი გელის და გამარჯვების მისაღწევად მთელმა გუნდმა კარგად უნდა ითამაშოს. ჩვენ ვთამაშობდით "არსენალის" წინააღმდეგ, გუნდი რომელსაც ძალიან უყვარს მეტოქის სიახლოვეს მოკლე პასებით დაცვის გარღვევა, თუმცა მეკარიდან დაწყებული, ფორვარდებით დამთავრებული ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. როდესაც ლონდონში 3 ქულას იღებ, ეს ფანტასტიური შედეგია, გასახდელში უზომოდ ბედნირები დავბრუნდით.

პედიმ და ტაილერმა, შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, კრისი კი ნამდვილი ლიდერი იყო. ახალგაზრდა მცველებისთვის უცხოა "ემირეიტსზე", გულშემატკივრის თვალწინ, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში, თუმცა ისინი ძალიან კარგად მოქმედებდნენ, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.

რაღაც მომენტში თერთმეტივე მოთამაშეს თავის დაცვა გვიწევდა და შეიძლება ითქვას გაგვიმართლა შესვენებამდე კარი მშრალად რომ შევინახეთ. მეორე ტაიმში კი გამოვედით და დასახული ამოცანა შევასრულეთ. გავიტანეთ პირველი გოლი, რომლის შემდეგ თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ, აღარ გავუშვებდით. მატჩის მიწურულს მეტოქე კონტრ-შეტევაზე დავიჭირეთ და მეორეჯერე დავამწუხრეთ "არსენალის" ქომაგები, ამით ყველაფერი გადავწყვიტეთ, თუმცა შეგვეძლო მესამე გოლის გატანაც."


ვან გაალი ცნობილია ძალიან წვრილმან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით და აი რას ამბობს ამაზე ეშლი: "მატჩამდე მენეჯერმა მეტოქის თამაშები გვანახა და ჩვენ დავინახეთ რომ, შეგვეძლო მათი კონტრ-შეტევით ადვილად დამარცხება. მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და შედეგიც სახეზეა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფერგის გუნდი გამახსენდა. ის სულისკვეთება დავინახე გუშინ მანჩესტერში. ჩემი გუნდი დაბრუნდა!
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ნოემბერი 2014 17:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გუნდი რომელსაც ძალიან უყვარს მეტოქის სიახლოვეს მოკლე პასებით დაცვის გარღვევა


ერთი ორჯერ მოახერხეს კიდეც, ერთხელ ჩვენ თვითონ მოვახერხებინეთ. მაინც იღბალს მივაწერ გუშინდელ გამარჯვებას გუნდის ფეხბურთელებთან ერთად რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პედიმ და ტაილერმა, შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას


არ იყო ეს შესანიშნავი თამაში მათგან. ვერ მოსთხოვ ესეთ ახალგაზრდებს მაღალ კლასს და გამოცდილებას მითუმეტეს ესეთ მატჩსი მაგრამ მაინც. ეს გასაგებია რატომაც თქვა ალბათ მარა მაინც
0
№4
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 23:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იანგი რა დუხზეა :დ ნეტა გაუშვებს ლუი მოიესთან ამას??
0
№5
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაინც იანგი ხარ შენ :D
0
№6
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
red devil,
:D არაფერი ეშველება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top