თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 13:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1493,
კომენტარები: 7
რობსონი: "ფელაინი და ერერა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გახდებიან"
ბრაიან რობსონი ერერასა და მარუანის შესახებ საუბრობს.
რობსონი:
ბრაიან რობსონს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში დიდწილად ნახევარდაცვის ხაზზეა დამოკიდებული.

"ნახევარდაცვა - გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია."

"თუ მატჩების მოგება გსურთ მოედნის ამ ნაწილში კონკურენტუნარიანები უნდა იყოთ. როცა წინა წელს მარუან ფელაინი "ოლდ ტრაფორდზე" მოვიდა, ის ძალიან ნელი ჩანდა. თუმცა ბოლო პერიოდში ის შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, რამაც ხალხს მასზე აზრი შეაცვლევინა. მაღალი, ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც ყოველი ბურთისთვის იბრძვის - სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვაკლდა. თუ რამდენიმე ბურთს გაიტანს, უფრო დამაჯერებლად იმოქმედებს."

"ჩვენ გუნდში არის ანდერ ერერაც, რომელმაც გუნდს სისწრაფე შესძინა, მაგრამ მას ტრავმები უშლის ხელს. იმედი მაქვს მალე ჩადგება მწყობრში. ანდერი არის ადამიანი, რომელიც პარტნიორებს უქმნის მომენტებს და თავადაც გააქვს გოლები. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
23 ნოემბერი 2014 14:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეს ტრამვები ხომ ჩვენი თანმდევია ყველგან და ყოველთვის. ერთგულია და არ გვტოვებს არასდროს.

ფელაინი წინა წელს არ მომწონდა და ამას არც ვმალავდი, მაგრამ იმასაც ვამბობდი, რომ სჭირდებოდა დრო ადაპტაციისთვის. ბოლო დროს მართლა მომწონს და იმედია უფრო და უფრო დაიხვეწება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: გაბადაძე
23 ნოემბერი 2014 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Orive kargi gvyavs ♥ da orive adgeba gunds.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 15:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერერა გვეჩაგრება რაღაც და არ მომწონს ...
0
№4
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ერერას კრეატივი აშკარად აკლია გუნდს. ბლინდი როცა დაბრუნდება, იმედია ერერასაც დააყენებს ძირითადში.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2014 17:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერა, ბლინდი, ფელაინი. კარგი ნახევარდაცვა შევკარით, გასული წლისგან განსხვავებით წელს მშვენიერ მატჩებს ატრაებენ. ბლინდი შეუცვლელი ფიგურა გახდა გუნდისთვის, ფელაინიმ მაგრად უმატა და ერერასაც მიეცემა ისევ შანსი, აკლია გუნდს ეგ კაცი
0
№6
ავტორი: chudikone
23 ნოემბერი 2014 20:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა და მატა ათამაშე, არასწორო !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერერას მიჩაგრავენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top