მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი უეინ რუნი ფიქრობს, რომ ეშმაკებმა უნდა გამოიყენონ ხმაურიანი მეზობლების უეიღბლობა და მიაღწიონ წარმატება ამ პრინციპულ დერბიში. რობერტო მანჩინის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნენ ბოლო ტურში დორტმუნდის ბორუსიასთან მარცხით. ინგლისელი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ გუნდმა უნდა გაიყენოს სამქულიანი უპირატესობა და მეზობლის უიღბლობაც:"სიტის ახლა არც თუ ისე სასიამოვნო პერიოდი აქვს, ისინი ხომ ევრო თასებიდან გამოვარდნენ. ისინი ალბათ ძალიან წუხან ამ ფაქტზე. თუ გავიმარჯვებთ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოვახდენთ ჩვენი 6 ქულიანი ჰანდიკაპით. წინ დიდი მატჩი გველის, ისეთივე როგორც ლივერპულის წინააღმდეგ. სიტი დიდ კონკურენციას გაგვიწევს ინგლისის ჩემპიონის გამოვლენაში. ჩვენ შევეცდებით 3 ქულა ავიღოთ ამ მატჩში.
რუნი ფიქრობს, იუანიტედის გამარჯვების ფაქტორი უნდა გახდეს მრავალფეროვანი თამაში თავდასხმაში:" თავდასხმაში უმაღლესი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ. გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომენტის დასრულება, ასევე შესანიშნავი ფლანგები და ასევე ფებურთელები, რომლებსაც ცენტრიდან შეუძლიატ მომენტების შექმნა. ეს არის იმის შედეგი, რისთვისაც ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ბრძოლობდა. სწორედ ამიტომ ვთვლი ამ ფაქტორს გუნდის ყველაზე ძლიერ მხარედ. სიტის კარგი ნახევარდაცვა ჰყავს, თუმცა ფლანგები მოსიშვლებული აქვთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ სერ ალექსმა იცის სიტის სუსტი წერტილები"