თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2014, 10:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1821,
კომენტარები: 9
ვან გაალი ვუდვორდის სიტყვებს გამოეხმაურა
ვან გაალი განცხადებით, იანვარში ტრანსფერის განხორციელებას კლუბი აუცილებლად ეცდება.
ვან გაალი ვუდვორდის სიტყვებს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლუბი ზამთრის ხარჯზე პრობლემებთან გამკლავებას არ ეცდება.

ეს სიტყვები აღქმული იქნა, თითქოს "იუნაიტედი" ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებდეს, მაგრამ ვან გაალს ვუდვორდის ნათქვამის შინაარსი თავისებურად ესმის.

"არ ვფიქრობ, რომ მან იგულისხმა არავის ვიყიდითო. ჩემი აზრით მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ იანვარში ძალიან რთულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელის შეძენა და ამის გამო არავის დავიმატებთ, რაშიც ვეთანხმები."

"როცა ვინმეს ყიდულობ, ის გუნდში არსებულ მოთამაშეებზე უკეთესი უნდა იყოს და ასეთი ფეხბურთელის იანვარში პოვნა ძალიან რთული იქნება. მჯერა, რომ სწორედ ამის თქმა უნდოდა მას და ისიც მჯერა, რომ ერთსა და იმავე ენაზე ვმეტყველებთ."


"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდება "რომას" ნახევარმცველით, კევინ სტროოტმანით, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ვან გაალი არავითარ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

"მედიას ვერ ვეტყვი იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელთა ყიდვა გვსურს. კითხვებს ვერ ვუპასუხებ და არა მარტო სტროოტმანის თაობაზე, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელის შესახებ."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
22 ნოემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ცენტალურ მცველს მიხედე ვან გაალ,ცენტრში ასე თუ ისე გამოსწორდა სიტუაცია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: PaLoMo
22 ნოემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Uf kai kaco
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: AkkRed
22 ნოემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მევასება ამ კაცის ნამიოკებით საუბარი ♥♥
0
№4
ავტორი: chudikone
22 ნოემბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერთი კაი ჰუმელსი გვინდა და ეგ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: N10
22 ნოემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
მცველი გვინდა მცველიიი

0
№6
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან რთულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელის შეძენა და ამის გამო არავის დავიმატებთ, რაშიც ვეთანხმები


ხოდა მოიყვანეთ ნორმალური მცველი. ჰუმელსს ეჩალიჩონ და ყველაფერი მოგვარდება, ზამთარში არამგონია მარა ზაფხულში აუცილებლად უნდა დავითრიოთ
0
№7
ავტორი: Macklemore
22 ნოემბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვინმე თანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი მცველი გვჭირდება.
0
№8
ავტორი: Best 7
22 ნოემბერი 2014 22:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mcvelii gvindaaa
0
№9
ავტორი: RedGirl
23 ნოემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჰუმელსი რომ იყიდოს ამის სურათზე ვილოცებ :დ ოცნებას აასრულებს იმენა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top