თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2014, 09:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1509,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "სამყარო არც ვან გაალის დროს იცვლება"
ლუი ვან გაალი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ რადამელ ფალკაოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აცნობიერებდა, თუმცა უელბეკის გაყიდვას მაინც არ შეუშალა ხელი.

"მონაკოდან" იჯარით აყვანილმა კოლუმბიელმა ჯერ ვერც ერთი შეხვედრა ვერ დაასრულა სრულად, ამჟამად კი ტრავმირებულია.

ვან გაალი მსგავს მდგომარეობას ელოდებოდა, მაგრამ იმედი აქვს, რომ კოლუმბიელი გამოჯანმრთელდება და უელბეკის გაყიდვას სანანებელს არ გაუხდის.

"იმედი მაქვს თავის აქ გამოდვლას გაამართლებს. ვფიქრობ, ეს გასაგებია."

"ველოდებოდით თუ არა, რომ ამდენ ხანს ტრავმირებული იქნებოდა? დიახ. შესაძლოა სწორედ ამის გამო არ ვიყიდეთ ის, რაზეც უკვე ვისაუბრე."

"არ ვაპირებ იმის დამტკიცებას, რომ სწორად მოვიქეცი. რატომ უნდა მოვიქცე ასე? უკვე ვთქვი რასაც ვფიქრობ - უელბეკი არ იყო ძირითადის ფეხბურთელი, ის სათადარიგოზე უნდა ყოფილიყო."

"რამდენიმე მწვრთნელის ხელმძღვანელობის დროს ის არ იყო სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი და ბატონი ვან გაალის დროს სამყარო რატომ უნდა შეიცვალოს? არა, სამყარო არ შეიცვლება. ფაქტი ასეთია. ეს არ არის ჩემი ფაქტი - ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვყავს პერსი, ჩვენ გვყავდა უილსონი და თუ შენ უელბეკს დატოვებდი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის ყოველგვარ შანსს უსპობდი, ჩვენი ფილოსოფია კი სწორედ ასეთია."

"გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ფალკაო შევიძინოთ. თუ ეს მიზეზები არასაკმარისია, მაშინ არ მცოდნია, ალბათ ძალიან ცუდი მწვრთნელი ვარ."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 ნოემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ფალკაო შევიძინოთ. თუ ეს მიზეზები არასაკმარისია, მაშინ არ მცოდნია, ალბათ ძალიან ცუდი მწვრთნელი ვარ."


მწვრთნელი რომ უელბეკს გაყიდის და ფალკაოს გადაიყვანს, ის მწვრთნელია? ასე მხოლოდ პრეტენზიული ახალგაზრდა დამწყები მწვრთნელი მოიქცეოდა, ვინც არ იცის უელბეკის შესაძლებლობი და ფალკაოსი სჯერა - ასე იტყოდა უელბეკის რამდენიმე ფანი კომენტარი რომ დაეწერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Berba 9
22 ნოემბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
სხვა მწვრთვნელები, ანუ სერ ალექსიც და მოიესიც სკამზე სვავდნენ უელბეკს, თუმცა იყენებდნენ კიდევაც

ჩემი აზრით, ვან გაალმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ფეხბურთია, ყველაფერი ხდება, არ გაამართლა ? უნდა გაუშვა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: AkkRed
22 ნოემბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Chveni skamis mxexavi fexburtelebi sxva grandebshi dziritadshi arian :/
0
№4
ავტორი: chudikone
22 ნოემბერი 2014 12:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
AkkRed,
და აქ ვინც ძირითადში არიან ფეხსაც ვერ ანძრევენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 15:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვყავს პერსი, ჩვენ გვყავდა უილსონი და თუ შენ უელბეკს დატოვებდი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის ყოველგვარ შანსს უსპობდი, ჩვენი ფილოსოფია კი სწორედ ასეთია


winked
0
№6
ავტორი: Macklemore
22 ნოემბერი 2014 18:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ალბათ მართალია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top