თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2014, 23:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1854,
კომენტარები: 9
"არსენალი" - "იუნაიტედი": ბოლო 5 შეხვედრა
თვალი გადავავლოთ "იუნაიტედის" ბოლო 5 გასვლით მატჩს ლონდონში.
12 თებერვალი, 2014 წელი

პრემიერ ლიგა, 0-0


თამაში, რომელმაც სახიფათო მომენტების და გოლების გარეშე ჩაიარა. "იუნაიტედს" დევიდ მოიესის ხელი ეტყობოდა და უმეტესად თავის დაცვით იყო დაკავებული. თავად წითლების მენეჯერმა ამ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ, ოთხეული ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა საბოლოოდ რა მოხდა ყველას გვახსოვს. დავიდი შეხვედრიდან 2 თვეში დაითხოვეს.

28 აპრილი, 2013 წელი

პრემიერ ლიგა, 1-1


რობინ ვან პერსიმ "ემირეიტ სტეიდიუმზე" დაბრუნება გოლით აღნიშნა. პირველი ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე აქცია გოლად. ეს მისი 29-ე გოლი გამოდგა "იუნაიტედის" მაისურით.

თუმცა რობინამდე, ტეო ვოლკოტმა შეძლო და მატჩის სტარტშივე, მე-2 წუთზე დალაშქა წითლების კარი, თუმცა გამეორებამ აჩვენა რომ, ინგლისელი შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

22 იანვარი, 2012 წელი

პრემიერ ლიგა, 1-2


რობინი ამ დროს ჯერ კიდევ "მეთოფე" იყო. ზუსტად ჰოლანდიელმა შეძლო და აღადგინა წონასწორობა მას შემდეგ რაც, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ანტონიო ვალენსიამ გახსნა ანგრიში. მატჩის მიწურულს, შეხვედრის 81-ე წუთზე, აწ უკვე ყოფილმა "იუნაიტედის" და დღესდღეობით "არსენალის" ფორვარდმა, დენი უელბეკმა, გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

ამ შედეგმა შეუნარჩუნა ჩემპიონობის შანსი "იუნაიტედს", თუმცა იმ სეზონში წითლები თანაქალაქელებზე ცუდი ბურთების შეფარდება ჰქონდათ და ამიტომ მათ დაუთმეს პრემიერ ლიგის ტიტული.

1 მაისი, 2011 წელი

პრემიერ ლიგა, 1-0


ეს იყო საშინელი შედეგი "ეშმაკებისთვის". იმ დროისთვის სერ ალექსის გუნდს 73 ქულა ჰქონდა და მეორე ადგილოსან "ჩელსის" მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა. "არსენალთან" მარცხმა, "იუნაიტედი"-"ჩელსის" დაპირისპირება საჩემპიონო მატჩი გახადა. საბედნიეროდ კარლო ანჩელოტის გუნდი, "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო ჩემპიონობა და გაასწრო ლივერპულს, მოიგო რა მე-19 პრემიერ ლიგის ტიტული.

არსენ ვენგერის შეგირდებმა კი აარონ რემსის გოლით დაამარცხეს მეტოქე, რომელიც შეხვედრის 56-ე წუთზე გავიდა.

31 იანვარი, 2010 წელი

პრემიერ ლიგა, 1-3


პირველ ტაიმში გატანილი 2 გოლი, რომელიც პარკ-ჯი-სუნიმ 52-ე წუთზე გაასამა. ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუიშ ნანი დასახელდა და დამსახურებულადაც. ეს იყო მის კარიერაში საუკეთესო მატჩი და რომ არა ალმუნიას თითების სიგრძე(რის გამოც პირველი გოლი მეკარის ავტოგოლად ჩაიწერა) პატარა სასწაულს, ნანის გოლი ერქმეოდა. შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე პრესტიჟის გოლი ტომას ვერმაელენმა გაიტანა, რომელიც ამ ზაფხულს კატალონიაში გადაბარგდა და ადგილობრივ ბარსელონაში ჩაირიცხა.


წყარო: M.E.N
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
21 ნოემბერი 2014 23:07
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყველაზე მეტად 1-3 მახსოვს derphappycry 1 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და ბიჭებმა საოცარი საჩუქარი გამიკეთეს, ნუ ნანი იმ თამაშში 3 რონალდოს ჯობდა საოცრად ითამაშა, მაგრამ.....
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 ნოემბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოღონდ არ აგერიოთ, ბოლო ხუთი შეხვედრა "ემირეიტსზე" რაც ჩატარდა ისაა ნაგულისხმევი აქ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
21 ნოემბერი 2014 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ემირეიტსის მატჩებიდან მათ მოედანზე 2009-ში გაფორმებული ტიტული მახსოვს.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 00:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს იყო მის კარიერაში საუკეთესო მატჩი და რომ არა ალმუნიას თითების სიგრძე(რის გამოც პირველი გოლი მეკარის ავტოგოლად ჩაიწერა) პატარა სასწაულს, ნანის გოლი ერქმეოდა


აქ მართლაც საოცრებები აკეთა ნანიმ. არსენალთან ბევრი კარგი მატჩი აქვს ჩატარებული და კარგი მომენტები მახსოვს
0
№5
ავტორი: AkkRed
22 ნოემბერი 2014 03:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არსენალთან მუდამ კარგად თამაშობდა ნანი ♥♥
0
№6
ავტორი: temo-scholes
22 ნოემბერი 2014 03:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
nani mashin brilianti iyo da me mjera ro dzalebs agidgens isev!!!
0
№7
ავტორი: Berba 9
22 ნოემბერი 2014 09:44
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არსენალთან ბოლო თამაშებიდან ყველაზე მეტად 8-2 მახსოვს, დარწმუნებული ვარ თქვენც ))

იმედია დღეს არსენალს მოვუგებთ, თან მინდა რომ დიდი ანგარიშით მოვიგოთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: red devil
22 ნოემბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დღეს უნდა მოვიგოთ უეჭველი
0
№9
ავტორი: Macklemore
22 ნოემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არსენალს ყოველთვის ვათრევდით და იმედია ეს ტრადიცია არ დაირღვევა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top