მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოზიციაზე უფრო და უფრო ვითარდება.
"მე ფორმაში ვარ და ამჟამად არავითარი ტრავმა არ მაქვს, ასე რომ ბედნიერი ვარ. მე ვიცნობ თანაგუნდელებს. მე ვიცნობ კლუბს. ყველაფერი კარგია. ვიცი, რომ უკეთ თამაში შემიძლია, მაგრამ ახლაც ბედნიერი ვარ. კარგად ვთამაშობ, მაგრამ თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."
ფელაინიმ რუნის შესახებაც ისაუბრა.
"უეინი არის დიდებული ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის თამაშობს როგორც თავდამსხმელად, ისე ნახევამრცველად და ვინგერად. მას დიდი შესაძლებლობები აქვს და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვთამაშობ. მე შემიძლია მას ფიზიკურად დავეხმარო, მოვიგო ბურთი სიღრმეში და მას მივაწოდო, რათა შეტევა აწარმოოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ამჟამად ერთად თავს კარგად ვგრძნობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ."
ფელაინი აცხადებს, რომ კლუბს ძალიან არ უმართლებს ტრავმიანობის გამო, მაგრამ მიაჩნია, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და გუნდი პოზიტიური შედეგის ჩვენებას დაიწყებს.
"ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ეს ფეხბურთია. ასევე ჩვენ რეზერვში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. მწვრთნელი მათ შანსს აძლევს და ეს გუნდისა და ახალგაზრდებისთვის კარგია."