მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელმა მცველმა განაცხადა, რომ სერ ალექსი არის ადამიანი, რომელსაც მუდამ გამარჯვება სწყურია. ალექსანდერ ბიუტნერი აღტაცებულია იმით, რომ მიუხედავად გუნდში ბევრი ვარსკვლავის ყოფნისა ფერგიუსონი ყველას ერთნაირად ეპყრობა:"ჯერ არასდროს არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე სწყურია ტიტულების მოგება. ეს ადამიანი სერ ალექსია. ამის მსგავსი არაფერი არ მინახავს ჰოლანდიაში. მას ყოველთვის დავაფასებ მიუხედავად იმისა თუ როგორი მომავალი ექნება, კიდევ მოიგებს თუ არა ბევრ ტიტულს. ის არასდროს ყოფს გუნდს ვარსკვლავებად და დანარჩენ ფეხბურთელებად. მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ დგას მის წინ - უეინ რუნი, ლუის ნანი თუ პოლ სქოულზი. თუ მას რამე არ მეწონება ყვლაფერს პირდაპირ გეტყვის. მას არ ძალიან აღიზიანებს, როცა თავისი ფეხბურთელები კარგავენ კონცენტრაციას მატჩის განმავლობაში და განსაკუთრების სძულს უყურადღებობა თამაშის ბოლო წუთებზე"