თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2014, 14:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 5
რუნი: "უცნაურია უელბეკის "არსენალში" ხილვა"
უეინ რუნი თანემამულეზე საუბრობს.
რუნი:
უეინ რუნიმ აღიარა, რომ მისთვის უცნაურია უელბეკის ხილვა "არსენალის" მაისურით, მაგრამ ინგლისელ კოლეგას წარმატებას უსურვებს.

უელბეკი "მეთოფეებს" სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს შეუერთდა. მას შემდეგ იგი საკმაოდ კარგად გამოიყურება როგორც კლუბში, ისე ნაკრებშიც, რისი დასტური სლოვენიასთან გამართული შეხვედრა გახლავთ.

უელბეკმა სლოვენიის ნაკრების კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც რუნის შექება დაიმსახურა.

"რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას, რომ დენიმ მთელი ცხოვრება აქ გაატარა. ის მანჩესტერის მოქალაქეა, ამიტომაც უცნაურია მისი "არსენალის" რიგებში ხილვა. მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბში გადადიან."

"ვფიქრობ, დენისთვის და მისი პირადი კარიერისთვის ეს საუკეთესო ტრანსფერი აღმოჩნდა. ის შესანიშნავად თამაშობს, რამდენიმე გოლიც გაიტანა და კარგად გამოიყურება. დენი გაძლევთ იმას, რასაც ყოველთვის გაძლევთ - კარგ ბიძგს. ის გუნდისთვის ბევრს მუშაობს."

"ხანდახან ვეუბნები მას, რომ ზედმეტად ირჯება, მაგრამ მას გოლები გააქვს და ამას კარგად აკეთებს."
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ნოემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამან ხომ გადაგვიყოლა რა. ნუ გაგვიტანს გოლს (ჯერ თუ ითამაშა საერთოდ) და არ მინდა ამის არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
21 ნოემბერი 2014 14:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არაუშავს კაცი ითამაშოს , მაგრამ ჩვენთან შავი ცენზურა არ გაანძრიოს თორე დავხრიტავ wink
0
№3
ავტორი: NUGI
21 ნოემბერი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
სულ ნუ ითამაშოს
0
№4
ავტორი: DiMaria
21 ნოემბერი 2014 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
როდის დაილევა ამაზე ლაპარაკი?
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 00:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაიწერა შეიძლება არ იყოსო და იმედია არ იქნება. უელბეკი მანჩესტერის წინააღმდეგ თან არსენალის ფორმაში ცოტა ცუდი სანახავია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top