ვან გაალმა უეინ რუნის განუცხადა, რომ დაივიწყოს ის ეიფორია, რომელიც ნაკრებში მეასე ჩატარებულმა მატჩმა მიანიჭა და ყურადღება კლუბში გატანილ გოლებზე გადაიტანოს.
შოტლანდიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში რუნიმ დუბლი შეასრულა და 3 გოლიღა აკლია ლეგენდარული სერ ბობი ჩარტლონის რეკორდამდე (49 გოლი), რომელიც მრავალი დეკადის განმავლობაში ხელშეუხებელია.
ამასთანავე რუნიმ ამ სეზონში ინგლისის ნაკრებში 6 გოლი გაიტანა, ხოლო "იუნაიტედის" მაისურით უკანასკნელი გოლი 2 თვის წინ შეაგდო "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში, ოლდ ტრაფორდზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვან გაალი რუნის მოუწოდებს რომ დაივიწყოეს ყველა ეს ოვაცია რაც ინგლისის ნაკრებისგან მიიღო და კონცენტრაცია მოახდინოს კლუბის მაისურით გატანილ გოლებზე.
"ფანტასტიურია, როდესაც ხედავ რომ ის ყველაზე ახალგარზრდა ფეხბურთელია ვინც ინგლისის ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა." აცხადებს ვან გაალი. "მას რეგულარულად იძახებენ ნაკრებში და მისი ვაჟები ამაყები უნდა იყვნენ. ამაყობს ალბათ მამაც. ამის ნახვა მართლაც რომ ფანტასტიურია. მე მას მივულოცე, მაგრამ მან ახლა "იუნაიტედის" მაისურით უნდა გაიტანოს და ეს არის მნიშვნელოვანი."
რუნის გოლების სიმცირე იმით შეიძლება აიხსნას, რომ ვან გაალი კაპიტანს მოედნის ცენტრთან ახლოს უფრო ათამაშებს, ვიდრე მეტოქის საჯარიმოსთან.
"ვფიქრობ რუნი არ არის ტიპიური შემტევი." განაგრძობს ჰოლანიელი. "მე მას ყოველთვის შემტევად არ ვიყენებ. მას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, მაგრამ არ არის ტიპიური. შესანიშნავია რომ მაინც ახერხებს გოლების გატანას. მას ექსტრა კლასის ფეხბურთელად მივიჩნევ. რუნი შეგიძლია ბევრ პოზიციაზე გამოიყენო და ასეთი ფეხბურთელი მართლაც რომ ფანტასტიურია მწვრთვნელისთვის."
როდესაც ვან გაალს ჰკითხეს, იყო თუ არა გაკვირვებული, როდესაც რუნის ნაკრების კაპიტნობა ანდეს, მან უპასუხა: "არა, ამას მე არ გავუკვირებივარ. სხვა შემთხვევაში არც მე ავირჩევდი ჩემი გუნდის კაპიტნად."
"როდესაც მე მწვრთვნელი გავხდი, ვიხილე რუნის ხასიათი და ქცევები. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის ფიზიკურად ძლიერია, შეუძლია სეზონში უამრავი მატჩი ჩაატაროს. ასე რომ ეს ფაქტი მე სულაც არ გამკვირვებია." დაასრულა ვან გაალმა.