იან ვერტონგენი "იუნაიტედის" სამიზნეა.
იან ვერტონგენი იანვარში "ვაით ჰარტ ლეინის" დატოვებას აპირებს. მისი შეძენის ერთ-ერთი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლავთ.
საუდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მაურისიო პოჩეტინო უპირატესობას არა ვერტონგენს, არამედ იუნეს ქაბულს ანიჭებს, რომელსაც კაპიტნის სამკლაურიც კი უბოძა.
პოჩეტინო ვერტონგენს ამჯობინებს ფედერიკო ფასიოსაც, რომელიც მწვრთნელის მსგავსად კლუბის ახალწვეულია.
ამან კი ვერტონგენს ახალ კონტრაქტზე ათქმევინა უარი და საკუთარ მომავალზეც დააფიქრა.
The Telegraph - ის ცნობით 27 წლის ფეხბურთელი ლონდონში ბედნიერია და დარჩენა სურს, თუმცა ეს ძალზედ საეჭვოა, თუ რა თქმა უნდა ის "არსენალში" ან "ჩელსიში" არ გადავა.
უფრო სარწმუნო იქნება ვერტონგენის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, რომელიც სერიოზულ პრობლემებს განიცდის დაცვის ხაზში. აღსანიშნავია, რომ იანის სამსახურით დევიდ მოიესიც ინტერესდებოდა.
Daily Mirror-ის ინფორმაციით "ტოტენჰემი" ვერტონგენის ტრანსფერს მხოლოდ მაშინ განიხილავს, თუ მის სანაცვლოდ 18 მლნ. შესთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ტრანსფერის განხილვა ზაფხულისთვის გადაიდება.
წყარო:
fapl.ru