"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, ლუი ვან გაალმა მისცა მითითება თავის სკაუტებს, რომ აქტიური დაკვირვების ქვეშ ჰყავდეთ "ვესტ ბრომვიჩის" 21 წლის თავდამსხმელი საიდი ბერაინო.
21 წლის ბერაინო, პრემიერ ლიგის ყველაზე პროდუქტირებული მოთამაშეა ამ სეზონში. მას მიერ გატანილი შვიდი გოლიდან ერთ-ერთი "წითელმა ეშმაკებმაც" იგემეს.
"დამპყრობლები" არ კარგავენ იმედს, დაარწმუნონ მათი ვარსკვლავი ახალი გარიგების დასადებად, თუმცა არ წყდება ჭორები, რომ საიდი კლუბს ზამთარს დატოვებს. აქამდე მთავარი პრედენტენტები მოთამაშის შესაძენად "ლივერპული" და "ტოტენჰემი" იყვნენ, ახლა მათ რიცხვს "იუნაიტედი" დაემატა.
ვან გაალის თქმით, მან გასცა მითითება, ყურადღებით დაავაკვირდეთ სიტუაციას და ყველაზე ხელსაყრელ მომენტში ვცადოთ მოთამაშის შესყიდვა, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხული იქნება.