თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 22:59
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1801,
კომენტარები: 6
სტატისტიკურად: დი მარია V სანჩესი
ორი სამხრეთ-ამერიკელის შედარება.
სტატისტიკურად: დი მარია V სანჩესი
მართალია შაბათს მსოფლიოს ორი დიდი კლუბი, "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ხვდება ერთმანეთს და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუმცა მაინც დიდ ინტერესს იწვევს ანხელ დი მარაისა და ალექსის სანჩესის დუელი.

ორი ვინგერი, ორივე სამხრეთ-ამერიკელი, ლა ლიგის ყოფილი ვარსკვლავები - თითქოს როგორი მსგავსებაა არა?! თუმცა სრულიად განსხვავებული სათამაშო სტილი და განვლილი სეზონი. მოდით ვნახოთ სტატისტიკურად, რომელი მათგანია გამორჩეული:

პასები

პირველ კომპონენტში არცთუ დიდი უპირატესობით ანხელ დი მარია ლიდერობს, მისი გადაცემების 79.4%-მა მიზნამდე მიაღწია, მაშინ როცა სანჩესის მაჩვენებელი 74.9%-ია.

თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ, ჩილელი ნახევარმცველი წუთში საშუალოდ 1.67 პასს აკეთებს, ხოლო დი მარია 1.85 წუთში ერთხელ ეძებს პარტნიორს- ეს მეტყველებს იმაზე რომ, ალექსისი უფრო მეტადაა ჩართული შეტევაში.

გამარჯვებული: ფრე - სამხრეთ-ამერიკულ დუელს განსხვავებული სტილი აქვს.

დარტყმები

სანჩესის 8 გატანილმა გოლმა, პირწმინდა გამარჯვება მოუტანა ჩილელს ამ კომპონენტში. ანხელმა მხოლოდ 3-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. თუ ზუსტი დარტყმების სიზუსტეს დავაკვირდებით, აქ "მეთოფის" უპირატესობა კიდევ უფრო მყარდება 72.7%. არგენტინელის დარტმების მხოლოდ 52.5% წავიდა კარის მიმართულებით.

გამარჯვებული: სანჩესი

კრეატიულობა

თამაშის ამ ასპექტში უკვე არგენტინელი გამოიყურება უკეთ. "გაეშმაკებულმა ანგელოზმა" 5 საგოლე გადაცემა დაარიგა, რაც სანჩესის შედეგზე მეტია: 3. არგენტინელმა ვიზავიზე მეტი სახიფათო მომენტიც შექმნდა კერძოდ 28, ხოლო ჩილელმა 24.

მართალია, ბოლო დროს ანხელს აკრიტიკებენ ჩაწოდებების სიმრავლის გამო, მაგრამ მისი სიზუსტე ალექსისას სჯობნის.

გამარჯვებული: დი მარია

ართმევები

თანამედროვე ფეხბურთში შემტევის მიერ, წინ ბურთის მოპოვება ძალიან საჭირო და დასაფასებელია. ეს დუეტი კი გამორჩეულია ამ საქმეში.

ერთი-ერთზე დუელების 44.4% ალექსისის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დი მარიამ მეტოქეს ბურთი შესაძლებელიდან 40% შემთხვევაში აართვა.

თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ, ჩილელმა არგენტინელზე მეტი დრო გაატარა მოედანზე.

გამარჯვებული:ფრე- ორივე ფეხბურთელი რეგულარულად ართმევს მეტოქეს ბურთს.

ეს ყველაფერი მხოლოდ ციფრებია, საბოლოო პასუხს ზემოთ დასმულ კითხვას საშაბათო შეხვედრა გასცემს...
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
20 ნოემბერი 2014 23:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება. ფფაქტია სანჩესი უფრო იქცა გუნდის ლიდერად არსენალში ვიდრე დი მარია მანჩესტერში. ბოლო 3 თამაში რო მარ ჩაეგდო 1000% ვიტყოდი სად დი მარია სად სანჩესი თქო, მაგრამ .............
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: chudikone
21 ნოემბერი 2014 03:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დი მარიას ხელახალი გაბრწყინების დროა უკვე მგონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2014 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სანჩესი უფრო კარგ თამაშს აჩვენებს ჯერჯერობით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 ნოემბერი 2014 10:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან მძულს ასეთი შედარებები. სანჩესი და დი მარია სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან. დიდად არ განსხვავდებიან მაინც, მაგრამ სხვადასხვა. ისე ერთი საერთოა - სანჩესი ათრევს არსენალს, დი მარია "იუნაიტედს" "ათრევს"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
21 ნოემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს არაფერს ნიშნავს მთავარია მათმა რა დი მარიას თამაშმა შედეგიანი იყოს და თუ გინდა ესეთ სტატიკაში ყველაფერში ნულები ეწეროს...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2014 00:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარიამ დასაწყისში გაიბრწყინა და იმის მერე არც არაფერი გაუკეთებია. სანჩესი უკვე გუნდის ლიდერია და არსენალის მამოძრავებელ ძლაად იქცა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top