თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 5
უელბეკი "იუნაიტედის" წინააღმდეგ
დენი უელბეკი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
უელბეკი
შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მატჩი ჩატარდება. "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, დენი უელბეკი პირველად ითამაშებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

ჟურნალისტებმა კი მატჩის წინ პრინციპული მეტოქის რიგებში უელბეკის გადასვლა გაიხსენეს.

ლუი ვან გაალმა ინგლისელი ფორვარდი წინასასეზონო ტურნეზე წაიყვანა, სადაც უელბეკმა ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შემდეგ კი ვან გაალმა უელბეკს ცხადად აცნობა, რომ რეალიზაციის სუსტი მაჩვენებლისა და დაბალი შედეგიანობის გამო ლუი მას "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადის ფორვარდად ვერ ხედავდა.

საბოლოოდ კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" რადამელ ფალკაო იჯარის წესით შეუერთდა, ხოლო დენი, რომელმაც აკადემიის ყველა საფეხურო განვლო "არსენალში" გაიყიდა, რომელიც ოლივიე ჟირუს შემცვლელს ეძებდა.

საზოგადოების რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ კლუბის აღზრდილს არასწორად მოეცნენ, ხოლო მეორენი აცხადებნენ, რომ ცნობილი "კლას 92" გუნდში გამოჩნდა არა ნდობის გამო, არამედ იმ ოსტატობისა და შრომის ხარჯზე, რაც მათ ჰქონდათ. თუმცა ეს არამყარი არგუმენტია, როცა უელბეკზე საუბრობ.



"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა და აწ უკვე Sky Sports-ის ექსპერტი, გარი ნევილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც უელბეკის ტრანსფერით უკმაყოფილო დარჩა და 16 მლნ. ფუნტს დაუჯერებლად დაბალი ფასი უწოდა.

როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ფორვარდი ტრანსფერით კმაყოფილი დარჩა. მას "იუნაიტედში" არ მოსწონდა, რომ ცენტრალურ თავდამსმხელად არ ათამაშებდნენ.

"უკანასკნელ სეზონში დავფიქრდი, თუ რა იქნებოდა ჩემთვის უმჯობესი. როცა მარცხენა ფლანგზე მაყენებდნენ, საკუთარ უნარებს ვერ ვაჩვენებდი. გოლი ვერ გამქონდა და თამაშზე გავლენას ვერ ვახდენდი. ამიტომ მომავალზე ფიქრი დავიწყე" - განაცხადა უელბეკმა გასულ უქმეებზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ.

მანამდე კი ინგლისელმა ფეხბურთელმა "არსენალის" ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ მათი გუნდის მაისურით თავს ადრეც წარმოიდგენდა და "მეთოფეთა" ღირსების დაცვა მისთვის დიდი პატივია.

როგორც ჩანს უელბეკს მიაჩნია, რომ რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის აღემატება ფორვარდის პოზიციაზე და არასაკმარისად თვლის იმ რამდენიმე თვეს, რომელიც მან დევიდ მოიესთან ერთად მუშაობის დროს მიიღო, თუმცა რამდენიმე გატანილი გოლის მიუხედავად მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო ისევ სწუხდა.

"არსენალში" უებელკმა ორი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილასა" და "ჰალ სიტის" კარში.

წყარო: carrick.ru
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ნოემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედია გოლს არ გაგვიტანს, არც საგოლე პასს გააკეთებს და არც კარგად ითამაშებს.

ისე პერსი დახელოვნდა არსენალის კარში გოლების გატანაში და...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: გაბადაძე
20 ნოემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Imedia tavs ar gaigijebs chcentan .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: chudikone
21 ნოემბერი 2014 03:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თუ გაგვიტანს ნეტა თუ აღნიშნავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა როგორ მევასებოდა ეს ზანგი
0
№5
ავტორი: AkkRed
21 ნოემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პერსი ჰეთრიქს შეასრულებს ეს კიდე 2 გოლს გაგვიტანს და თამაში 2-3 დამთაქვრდება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top