მიუხედავად იმისა, რომ ალექს ფერგიუსონმა გუნდის მეკარეებს დავიდ დე გეას და ანდრეს ლინდეგაარდს მისცა შანსი, გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები.მაგრამ, რატომღაც სერ ალექსი არ არის კმაყოფილი მათი თამაშით...
დე გეა, რომელიც კლუბს თითქმის 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რათა გადმოებირებინათ ოლდ ტრაფორდზე, მზად არაა თამაშისთვის, მაგრამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სურს უფრო კარგი მეკარის შეძენა – 25 წლის ბოსნიელი ასმირ ბეგოვიჩის, რომელმაც კარგად წარმოაჩინა თავი "სტოკ სიტის" შემადგენლობაში.მან სულ 15 გოლი გაუშვა 15 მატჩში და შვიდჯერ შეინახა კარი მშრალად...
"სტოკის" მთავარმა წვრთნელმა, ტონი პიულისმა განაცხადა, რომ მას არ სურს ზამთრის ტრანსფერებზე მოთამაშეების გაყიდვა, მაგრამ დაჟინებული მოთხოვნა ჩემი მეგობრის სერ ალექსისა და რვა მილიონმა ფუნტმა შეიძლება "სტოკის" ხელმძღვანელობა დააფიქროს...
თვითონ ბეგოვიჩი ამ მოვლენას მშვიდად შეხვდა ...
"ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენით რაიმე ტოპ–კლუბი ინტერესდება. ეს კომპლიმენტი, ჯერ არაფერს ნიშნავს.ჩვენი ფეხები ყოველთვის მყარად დგას მიწაზე, იმიტომ რომ ამას ითხოვს პიულისი და ჩემი კონტრაქტი, რომელიც გათვლილია კიდევ სამი წელსა და ექვს თვეზე"– განაცხადა "სტოკის" მეკარემ.