სამშაბათს, სელტიკში გამართულ მატჩში, სადაც შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რუნიმ მეორე გოლის აღსანიშნად ხელები დაიხმარა. მატჩი სამი ლომის გამარჯვებით 3-1 დასრულდა, ხოლო რუნიმ აღიარა რომ ეს აღნიშვნა თავის შვილს მიუძღვნა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ბოსმა თავის ფეხბურთელებს სალტოს გაკეთება აუკრძალა, ვინაიდან ტრავმისგან დაზღვეულები ყოფილიყვნენ. მაგრამ რუნიმ განაცხადა: "ეს ჩემი ვაჟისთვის იყო. ამას თავადაც ხშირად აკეთებს და ბევრჯერ მთხოვა რომ მეც იგივე გამეკეთებინა. ეს არ იყო სალტო, ეს იყო ყირამალა."
რუნი ამასთანავე ახლოსაა გახდეს ინგლისის ნაკრები ყველა დროის ბომბარდირი და მოირგოს სამი ლომის მაისური ყველაზე მეტჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2014 გაცილებით კარგ ნოტაზე მთავრდება რუნისთვის, ჰოჯსონისთვის და ინგლისის ნაკრებისთვის, მუნდიალზე განცდილი კრახის შემდეგ.
"მუნდიალის შემდეგ ჩვენ ფანტასტიკურად გამოვიყურებით" განაგრძობს რუნი. "6 მოგება და მანამდეც კარგ ფორმაში ვიყავით. მუნდიალი ცუდი გამოცდილება იყო ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამის შემდეგ პროგრესი განვაგრძეთ, ახალგაზრდები გამოჩდნენ და კარგად გაართვეს თავი სამუშაოს."
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, და როი ჰოჯსონმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ვინაიდან მისი გამოცდილების დახმარებით გუნდი გაუმჯობესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის."
"უკანასკნელ მატჩში ჩვენ განსხვავებული სისტემით ვითამაშეთ როი გვაიძულებს მატჩის მიმდინარეობისას მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები საჭირო დროს, რაც ნამდვილად სარგებლიანია გუნდისთვის." დაასრულა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა.