თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 14:41
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 6
ინტერვიუ სერ ალექს ფერგიუსონთან, მშვიდობით ფენ!
სერ ალექს ფერგიუსონის ექსკლუზიური ინტერვიუ.
ინტერვიუ სერ ალექს ფერგიუსონთან, მშვიდობით ფენ!
თავისი ცნობილი ფეთქებდი ხასიათის მიუხედავად ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის მშვიდად ადევნებს თვალყურს კლუბის თამაშებს, მიუხედავად ახლანდელი წაგებებისა.

შოტლანდიელი ამ დიდ წარმატებამ გახადა მეოთხედი საუკუნის მთავარ ფიგურა ბრიტანულ ფეხბურთში.

ახლა, ორი წლის შემდეგ, მწვრთნელის კარიერის დასრულებისას მან განაცხადა, რომ ის გახდა უფრო თბილი და აღარ ბრაზდება მაშინ როცა იგი უყურებს ''მანჩესტერ იუნაიტედის'' თამაშებს.

''წითელი ეშმაკები'' ისევ განიცდიან პრობლემებს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, პირველად დევიდ მოიესი იქნა დათხოვილი კლუბის მიერ, ხოლო ახლა ლუი ვან გაალი ცდილობს შექმნას ახალი ფილოსოფია კლუბში.

ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ''იუნაიტედის'' და შეიძლება ბრწყინვალე მენეჯერიც მთელს მსოფლიოში ხაზს უსვავს პროგრესს წინა სეზონთან შედარებით და თვლის, რომ გუნდი თამაშობს მომხიბვლელ ფეხბურთს ლუი ვან გაალის დროს, განსაკუთრებით ეს იყო შესამჩნევი ''მანჩესტერულ'' დერბიში.

ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ისაუბრა ამჟამინდელ სამუშაოზე, პენსიაზე და ახალ გამოწვევებზე ცხოვრებაში.

''მე ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ პენსიით, - აცხადებს შოტლანდიელი. ახლა მე მშვიდად ვადევნებ თვალყურს გუნდის თამაშებს''

''დიახ, ჩვენ წავაგეთ "სიტისთან" მაგრამ ვითამაშეთ ძალიან კარგად. შეიძლებოდა გვენახა ლამაზი ფეხბურთი თუ მოედანზე 11 მოთამაშე დარჩებოდა, მაშინ ვინ იცის რა მოხდებოდა ? ''
'მე ვიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან, ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან და პენსიის ცხოვრებიდან''

''მე ვარ კლუბის ელჩი, ამიტომ ახლაც ვუყურებ გუნდის თამაშს და მენატრება გასახდელის ატმოსფერო, მოთამაშეები და კლუბში ყველა მომუშავე''

''ყველანი შესანიშნავი ადამიანია. დამლაგებლები, პოვრები და სხვა. მე მათ ახლა ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ როგორც ეს ადრე იყო''


მას უკვე აღარ ესაჭიროება ადრე ადგომა და პირველი ადამიანის რანგში ყოფნა რომელიც გუნდს წვრთნის, მაგრამ მისი განრიგი მაინც გადატვირთული ჩანს ადამიანისთვის რომელიც 73 წლის ხდება.

''რა პენსია ? ვინაა პენსიაზე ? მე დაკავებული ვარ ისე როგორც არასდროს. - ხუმრობს ალექსი. სექტემბერში ის ესტუმრა გოლფის თამაშს რომელიც გაიმართა მის სამშობლოში - შოტლანდიაში, ამასთანავე გამოვიდა ევროპის გუნდის წინააღმდეგ სადაც ის ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

''ალბათ ერთი დიდი პლუსი პენსიის არის ის, რომ აღარაა საჭირო ასე ადრე ადგომა მაგრამ ახლაც ძალიან ადრე მეღვიძება. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტი მუშაობა მიწევს ვიდრე ეს მწვრთნელობის დროს იყო''

''მე თავს კარგად ვგრძნობ, ვვარჯიშობ ყოველდღე. მაგალითად დღეს ველოსიპედზე ვივარჯიშე, აუცილებელია ფორმაში ყოფნა''


The Big Issue -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო აქციებში კარიერის დასრულების შემდეგ და მან ასევე გამოთქვა სურვილი ჟურნალის გამოშვების რათა უსახლკარონი დაესაქმებინა.

ნოემბრის თვეში the big issue ნომერს რომ იღებდა მაგიდიდან მან განაცხადა: ''მე არასდროს ვუვლი გვერდს ჟურნალის გამყიდველებს, რადგან ისინი არიან ადამიანები და არა - მათხოვრები, ისინი ფეხზე წამოდგომას ცდილობენ''

''ზოგჯერ, როდესაც მათ რჩებათ მხოლოდ ერთი ან ორი ეგზემპლარი, მე უბრალოდ ვაძლევ ათიანს. ამ ადამიანებმა უნდა იშოვნონ ფული, მე კი მომწონს მათი სტატიების კითხვა''

''როგორც ''იუნისეფის'' ელჩმა 13 წლის თანამშრომლობის დროს ''იუნაიტედში'' მე მონაწილეობა მივიღე ბევრ პროექტში. საშინელებაა როცა ხედავ იმას, თუ როგორ იტანჯებიან ბავშვები განსაკუთრებით კი ობლები''

''მე დავეხმარე ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციების გახსნას მანჩესტერში, ასევე განვავითარეთ საფეხბურთო ახალგაზრდული გუნდი ''ჰომონუ როუ"

ინტერვიუ სერ ალექს ფერგიუსონთან, მშვიდობით ფენ !


სერ ალექს ფერგიუსონი თავის მშობლიურ ქალაქში ეხმარება ბავშვებს ფეხბურთის სწავლაში


''ჩემი დახმარებით ჩვენ ჩავდეთ 1.6 მილიონი ფუნტი ინვესტიცია, რათა აგვეშენებინა ახალი სავარჯიშო ბაზა''

'მწვრთნელობის დასრულების შემდგომ ფერგიუსონმა გაზარდა საზღვრები საქმიანობაში. მან ახლახან წაიკითხა ლექცია ჰოვარდის უნივერსიტეტში, ის უხსნიდა სტუდენტებს მენეჯმენტისა და ლიდერის პრინციპებს.

''მე ეს მომწონს, - აცხადებს შოტლანდიელი. ახლახანს მე ვიყავი ბოსტონში, სადაც ურთიერთობა მქონდა პროფესორებთან და ვცდილოდი დამერწმუნებინა ისინი იმაში, რომ გამხნევება ისევე მნიშვნელოვანია როგორც სწავლება''

''ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა გამოვარჩიოთ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას მომავალში, ეს ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება ვაკეთებდი''

''მე ძალიან განვიცდიდი როდესაც პირველად დავინახე პოლ სქოულზი. უცებ გავიფიქრე ძალიან პატარაა. მაგრამ აი რა ხდება მაშინ როდესაც თქვენს მიერ დაცული და აღზრდილი ტალანტი გამოდის სინათლეზე - შენ ძალიან გიხარია. თქვენც აუცილებლად იქნებით დაჯილდოვებული''

''რა თქმა უნდა ეს ბრწყინვალე საქმიანობაა, მაგრამ მე ვსაუბრობ ძირითად ლიდერის თვისებებზე და თანვს კონფორტულად ვგრძნობ''

''გაიხსენეთ პატრის ევრა. ძალიან ჭკვიანი ადამიანი. მას შეუძლია 5 ენაზე საუბარი რაც ძალიან ეხმარებოდა გასახდელში. ის სასიამოვნო ადამიანია. მისი მამა დიპლომატი იყო, ეს კი ყველაფერს ხსნის''

''სხვა მაგალითი - დიეგო ფორლანი. ის ასევე იყო შესანიშნავი ლინგვისტი და შეეძლო საუბარი 5 ენაზე. ახლახანს მან მოაწერა ხელი კონტრაქტს ''ოსაკთან'' და მე მითხრეს, რომ მან სულ რაღაც 1 კვირის ნასწავლი ენით მისცა ინტერვიუ იაპონურად. ეს შესანიშნავია''


ფერგიუსონმა გამოუშვა წინა თვეში დანართი თავის ავტობიოგრაფიაში 2 თავის ჩათვლით. პირველში ის ყვება პენსიაზე ხოლო მეორეში იმაზე თუ როგორ დააძალა საფრანგეთის გუნდის მწვრთნელმა დიდიე დეშანმა თავის მოთამაშეებს წიგნის წაკითხვა ჩემპიონატის დროს ბრაზიალიაში.

''პატრისმა დამირეკა მე და მომიყვა თუ როგორ დააძალა მწვრთნელმა წიგნის წაკითხვა მათ'' - განაცხადა ფერგიუსონმა.

''ევრამ მითხრა, რომ ეს იყო შესანიშნავი და წიგნის კითხვის დაწყებიდან 5 წუთში მოთამაშეებს ეძინათ ისე როგორც არასდროს ცხოვრებაში!''


წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 ნოემბერი 2014 14:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგარია ავტორ... წაიკითხეთ და ნუ გეგონებათ, რომ ადრე რომ იდო სიტისთან ლაპარაკი მხოლოდ ისინი. მაშინ არასრული ვერსია მოიპოვებოდა, ახლა კი სრულადაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
20 ნოემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როგორ მომენატრაა love
0
№3
ავტორი: DiMaria
20 ნოემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
'მე თავს კარგად ვგრძნობ, ვვარჯიშობ ყოველდღე. მაგალითად დღეს ველოსიპედზე ვივარჯიშე, აუცილებელია ფორმაში ყოფნა''


რაც სისხლში გაქვს არასდროს გინელდება.
0
№4
ავტორი: VaRdo
20 ნოემბერი 2014 15:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მაინც ამდენს მუშაობ რას დაგვტოვე დარჩენილიყავი? აგეწყო ახალი გუნდი ერთ 2 წელი და წასულიყავი მერე. სუ იდიოტები რომ დაგვიტოვე :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: MANUTD FAN.
20 ნოემბერი 2014 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
საღოლ ავტორ მაგარია ძაან მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2014 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ წავიკითხე და ვისიამოვნე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top