თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2014, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2373,
კომენტარები: 13
ნანი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის შემდეგ
ლუიშ ნანი ამხანაგური მატჩის შემდგომ.
ნანი
ლუიშ ნანიმ განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის დროს თავს ისევ სახლში გრძნობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს "ოცნების თეატრზე" შეხვდნენ და მატჩი ნანის ნაკრების გამარჯვებით 1-0 დასრულდა

"ყოველთვის სასიამოვნოა "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლა და ფეხბურთის თამაში. ეს მუდამ ამაღელვებელი გამოდის - განსაკუთრებით როცა ვიცი, რომ ეს ჩემი სახლია."

"გულშემატკივართა უმრავლესობა "იუნაიტედის" ქომაგია, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი აქ ყოფნით. თავს კარგად ვგრძნობ. როგორც ადრე ვთქვი, მინდოდა მეტი მეთამაშა, რათა საუკეთესო ფორმისთვის მიმეღწია და ყველაფერი კარგად მიდის."

"საკუთარ თავთან ბევრს ვმუშაობ. მე უბრალოდ მსურს მუშაობა განვაგრძო და კარგად ვითამაშო."

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თვალის დევნებას ვაგრძელებ. სატურნირო ცხრილში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ უკეთესი მომავლის მჯერა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 18:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კიდევ კარგი, რომ დი მარია გადარჩა, თორემ... უნდა აღიდგინო ძველი ფორმა და დაბრუნდე. უშენოდ არაფერი გამოდის ნანიიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 18:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენი ფეხი აქ აღარ ვნახო rage
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 ნოემბერი 2014 19:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რა მაგრად მევასებააა... და როგორ მინდა დაბრუნდეს...
0
№4
ავტორი: DiMaria
19 ნოემბერი 2014 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ოხ ნანი ნეტა დაგაბრუნებდნენ და სკეპტიკოსებს გააჩუმებდე.
0
№5
ავტორი: Count Alucard
19 ნოემბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი და ვალენსია თუ წავლენ ზაფხულში ან ზამთარში დააბრუნონ ნანი, თუ არადა ესეც წავიდეს და ვალენსია დატოვონ, მარჯვნა მცველად მაინც გამოვიყენებთ.
0
№6
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2014 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვალენსია გასაშვები კაცი არ არის რაც შეეხება ამას თუ არ მოუმატა ეს დარჩეს სადაც არის :D
0
№7
ავტორი: Esi
19 ნოემბერი 2014 20:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
სულ რომ მთელი მანჩესტერი დაამტვრიო მაინც არავის უნდიხარ შენი შურიანი ჩინური რონალდო პრში შვც!
0
№8
ავტორი: LizarD
19 ნოემბერი 2014 22:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იანგი გაუშვან, ტიპი იღებს £118kს კვირაში, მეექვსე კაცია იუნაიტედში მაგ მხრივ,(მატა,დი მარია,პერსი,ფალკაო,რუნი) ამათ აქვთ მარტო ეშლიზე მაღალი ხელფასი. დააბრუნონ ნანი, იაფიცაა და უკეთესიც.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
19 ნოემბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
LizarD,
იანგი დედის გინებით უნდა გაუშვან

არც ესაა დასაბრუნებელი. ისევ სკამზე მოუწევს ჯდომა და ისევ ისე მოუვა. სანამ დროა გადავიდეს რომელიმე გუნდში ამისთვისაც ასე აჯობებს
0
№10
ავტორი: Best 7
19 ნოემბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოუმატეე ბიჭპპ მოუმატეე დაიბრუნე ძველი ფორმაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top