თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2014, 16:04
ავტორი: ViDa,
ნანახია: 1896,
კომენტარები: 8
ექვსის თეორია:როგორ გახდა ლუი ვან გაალი ტოპ-მწვრთნელების მასწავლებელი
ჯონათან ლიუ საუბრობს იმაზე თუ რა გავლენა იქონია ლუი ვან გალის ფილოსოფიამ ტოპ-მწვრთნელების კარიერაზე
ექვსის თეორია:როგორ გახდა ლუი ვან გაალი ტოპ-მწვრთნელების მასწავლებელი
ალბათ უმეტესობას გაგიგიათ თამაში "ექვსი ნაბიჯი კევინ ბეიკონამდე". თამაშის აზრი შემდეგში მდგომარეობს: ბეიკონს ისეთი გავლენა ჰქონდა გასული საუკუნის თაობაზე, კერძოდ ამერიკელ მსახიობებზე, რომ ჰოლივუდის ყოველი მსახიობი, აწ გარდაცვლილი ან ცოცხალი, უშუალოდ დაკავშირებული იყო ბეიკონთან ნაცნობთა ჯაჭვით, ეს ჯაჭვი კი ხუთი ადამიანისგან შედგებოდა.

ფეხბურთში კი ეს თამაში ასე წარიმართებოდა: ნებისმიერი მწვრთნელით შეგიძლიათ დაიწყოთ თამაში, მაგალითად იოჰან კრუიფი ან რინუს მიხელსი, ჰოლანდიური ფეხბურთელის დამფუძნებლები. ან კიდევ მარსელო ბიელსა, რომელიც ამჟამად "მარსელს" უდგას სათავეში. მაგრამ საკმარისია დღევანდელ ფეხბურთს გადავხედოთ, იმისათვის რომ კამათი შევწყვიტოთ. დღევანდელი ფეხბურთის ფილოსოფია, ძირითადად დაწერილია ლუი ვან გაალის მიერ. ახლახანს ვან გაალი დაუპირისპირდა მის ყოფილ ასისტენტს ჟოზე მოურინიოს და ვფიქრობ, რომ კარგი მომენტია, რათა მის მოსწავლეებზე ვისაუბროთ. მოურინიო, გვარდიოლა ან ფრანკ დე ბური, სამივე მათგანის ცხოვრებაში ჰოლანდიელმა უდიდესი როლი შეასრულა 90-ანებში, როდესაც იგი "ბარსელონას" წვრთნიდა.

მიუნხენის "ბაირნის", "ბარსელონას", "ჩელსის", "აიაქსის", "პსვ"-ს, "ლივერპულის", "ზენიტის", "საუთჰემპტონისა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით ვან გაალის მემკვიდრეები არიან. გარდა ამ წარმატებისა, რომელსაც მან "აიაქსთან" ერთად მიაღწია 1995 წელს, ჰოლანდიელს შეიძლება მივაწეროთ ასევე 6 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე თერთმეტიდან: "ბარსელონას" სამი გამარჯვება, მოურინიოს ორი და "ბაიერნის" ერთი გამარჯვება. ფილიპ ლამი თვლის, რომ ვან გაალის გავლენა დღემდე იგრძნობა გუნდში.

"კამპ ნოუ" ლუი ვან გალის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელო სკოლად იქცა ფეხბურთის ისტორიაში. "გასახდელში ჩვენთან უდიდესი ხალხი იდგა",-ამბობს ოსკარ გარსია, რომელიც "ბრაიტონს" და "უოტფორდს" წვრთნიდა."ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს. საბოლოოდ ბევრი ჩვენგანი გახდა მწვრთნელი."

ექვსის თეორია:როგორ გახდა ლუი ვან გაალი ტოპ-მწვრთნელების მასწავლებელი


სტილისტური და ტაქტიკური თვალსაზრისით საბაზისო განათლება კრუიფის მიერ იქნა ჩადებული 1988 წლიდან 1996 წლამდე. მაგრამ ვან გაალმა შეასრულა უდიდესი როლი ორი მსოფლიო დონის მწვრთნელის განვითარებაში. თავისი 26 წლის ასაკში გვარდიოლა იქცა არა მარტო მთავარ სახედ ნახევარდაცვაში, არამედ იგი გახდა გუნდის ლიდერი და საუკეთესო სტრატეგი. "იგი მოქმედებდა, როგორც მწვრთნელი ჯერ კიდევ მაშინ",-ამბობს ვან გაალი. მოურინიოს პროგრესი კი სულ სხვანაირად მიმდინარეობდა. როდესაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბობი რობსონის გაგდება გუნდიდან 1997 წელს, მოსალოდნელი იყო, რომ მოურინიოც მის გზას გაუყვებოდა. გუნდში მას "El Traductor"-თარჯიმანს ეძახდნენ.

"ზოგჯერ მგონია, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვარ გუნდში, რომელსაც სჯერა ჟოზესი"-ამბობდა ვან გალი.

ჰოლანდიელმა დაითანხმა მოურინიო, რომ უარი ეთქვა დამხმარე მწვრთნელის პოსტზე "ბენფიკაში" და ორი წლის განმავლობაში ისინი განუყრელები იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ კურორტზე ქალაქ სიდჯეში 15 მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან, ამიტომ ერთად დღე და ღამეს ატარებდნენ ფეხბურთზე ლაპარაკში. საბოლოოდ კი მოურინიოს ამბიცია იმაზე მეტი იყო ვიდრე მისი იმჟამინდელი პოსტი, ამიტომ მან დატოვა გუნდი და ჰოლანდიელ მწვრთნელსაც წაეჩხუბა. როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წელს, ვან გაალმა დაადანაშაულა მოურინიო იმაში, რომ იგი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, რასაც ჰოლანდიელმა უწოდა "შეაყარო ქვიშა მოწინააღმდეგეს თვალებში".

თუმცა, ვან გაალს ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავის მოსწავლეებთან. იგი წაეჩხუბა რონალდ კუმანს, როდესაც დაბრუნდა "აიაქსში" ტექნიკური დირექტორის სახით 2004 წელს. ასევე ცდილობდა არ დაეშვა თამაშებზე ხრისტო სტოიჩკოვი. სტოიჩკოვმა შემდეგ ვან გაალს გაუნათლებელი უწოდა, ადამიანი, რომელსაც ვიწრო თავში ტვინი არ ჰქონდა. რა საკვირველია, ამ ყველაფრის მიუხედავად ჰოლანდიელის გავლენა არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. დაწყებული ბარსელონადან პეტერბურგამდე, ენფილდიდან ამსტერდამამდე ლუის მოსწავლეები ტოპ-მწვრთნელები არიან. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა საერთო მათ აქვთ ის, რომ ყოველივე მათგანი შეყვარებულია საკუთარ საქმეზე.

მათთვის მწვრთნელობა არ ნიშნავს მხოლოდ გუნდის მწვრთნელობას, მათ ყველას სურთ, რომ გახდნენ გუნდის ერთადერთი და განუმეორებელი მწვრთნელები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოურინიოს მემკვიდრეები, როგორებიც არიან სტივ კლარგი, ბრენდან როჯერსი და ანდრე ვილაშ-ბოაში ხშირად გამოიყენებენ ლუი ვან გაალის ერთ-ერთ საყვარელ სიტყვას:''ფილოსოფია". ლუი ვან გალი არ არის პირველი, რომელმაც წამოაყენა აზრი, რომ მწვრთნელს მოიხსენიებდნენ, როგორც იდეოლოგს. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ამ იდეის განსახორციელებლად გააკეთა მეტი, ვიდრე სხვამ.

წყარო-Telegraph
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
19 ნოემბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
იმედი მაქვს რო გიგზეც ანალოგიურად იმოქმედებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ კაცს ტალანტი აქვს ტალანტების აღმოჩენის love
0
№3
ავტორი: Wardell
19 ნოემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
ტავტოლოგიაა :D
0
№4
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 18:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
lashavk6,

ტავტოლოგი ძაან უხამსად ჟღერს და ისე ჯობია :D
0
№5
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 18:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ViDa,
კარგია, გიშრომია მაგრამ სანამ სიახლეს დადებ გადახედე რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
19 ნოემბერი 2014 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ანუ ასე გავიგე - დღევანდელი იდეოლოგია ვან გაალის გავრცელებულია? მხოლოდ მის მოსწავლეებში და ისინი ბევრ მხარეს არიან მოდებულები.

მოურინიო სულ სხვა სტილს თამაშობს, გვარდიოლა სხვას და ვან გაალი კიდევ სხვას. რაღაც მეეჭვება
0
№7
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეხლა გიგზიც მოურინიოს დონის დადგეს და გვეშველება ჩვენ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 ნოემბერი 2014 22:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიცვალებული ადგა megustamucho

ლუი და თავისი ფილოსოფია. საუკეთესოა ახალგაზრდებთან მუშაობაში და იუნაიტედშიც ამტკიცებს. ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი და იმედია ყველა გამოიყენებს ამას. ყველაზე მეტად უილსონს წაადგება ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top