როგორც Sportsmail იტყობინება ესპანელი მეკარის, "არსენალის" წინააღმდეგ, თამაშის შანსები იზრდება და 80%-ით დავიდი პირველივე წუთებიდან კარის ხაზზე იდგება.
როგორც იცით სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა დე ხეამ ვარჯიშის დროს ნეკა თითი დაიზიანა და გავრცელდა ხმები მისი 4-კვირიანი ტრავმის შესახებ. დავიდმა გამოტოვა ნაკრების ორივე შეხვედრა, ბელარუსისა და გერმანიის წინააღმდეგ, თუმცა ამ უკანასკნელთან მატჩის განაცხადში მოხვდა და სათადარიგოთა შორის იყო.
კარინგტონზე დაბრუნების შემდეგ, დავიდი ექიმების და მეკარეთა მწვრთნელის დაკვირვების ქვეშ იქნება. სავარაუდოდ ესპანელი მოახერხებს შაბათამდე მომზადებას და ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. დავიდი არის ერთადერთი "იუნაიტედის" ფეხბურთელი, რომელმაც ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.