თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2014, 10:27
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1510,
კომენტარები: 7
იანუზაის პროგრესის იმედი აქვს
ადნან იანუზაიმ განვლილ და მომავალ მუნდიალზე ისაუბრა.
იანუზაის პროგრესის იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამომავალმა ვარსკვლავმა ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება. აღნიშნულ ჩემპიონატამდე, იანუზაი არჩევნის წინაშე იყო და მან საბოლოოდ ალბანეთის, თურქეთისა და კოსოვოს ნაკრებს, მშობლიური ბელგია (დაბადების ადგილი) ამჯობინა. იგი ბელგიის ნაკრებთან ერთად მეოთხედ ფინალამდე მივიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

"მე 19 წლის ვარ და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა." აცხადებს იანუზაი manutd.com-თან ინტერვიუში. "მე არ მქონია ბევრი სათამაშო დრო, მაგრამ მაინც ვისწავლე უამრავი რამ და მივიღე სოლიდური გამოცდილება. ძალიან სასიამოვნო გახლდათ ჩემი იქ ყოფნა თანაგუნდელებთან ერთად. მე უნდა ვთქვა, რომ გახსენებული მომენტები ჩემთვის გაკვეთილად დარჩება. ეს ნამდვილად მომიტანს სარგებელს მომავალში. "

იანუზაი 23 წლის იქნება, როდესაც მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი, დიდი ალბათობით რუსეთში გაიმართება და როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც აქვს ამბიცია იყოს ამ ჩემპიონატის მონაწილე.

"მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი მომავალ მუნდიალზეც. როგორც უკვე ვთქვი, ბრაზილიაში გამოცდილების მისაღებად წავედი. მომდევნო მუნდიალზე კი დანამდვილებით მეცოდინება რა მელის და რას უნდა ველოდო. იქამდე დიდი დროა, მაგრამ იმედი მაქვს ნამდვილად გავემგზავრები მომდევნო მუნდიალზე ბელგიის ნაკრებთან ერთად." დაასრულა იანუზაიმ.

იმ შემთხვევაში, თუ ბელგიის ნაკრებმა შეძლო მომდევნო მუნდიალზე გამგზავრება, მაშინ იანუზაი, რომელიც მატჩიდან მატჩამდე იმკვიდრებს ნაკრებში ადგილს, მეტი თავდაჯერებით უნდა იყოს იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ნაკრებთან ერთად ისიც გაემგზავრება.

წყარო: 90min.com


იმსახურებს თუ არა იანუზაი "იუნაიტედის" ძირითად შემადგნლობაში ადგილს?

დიახ, იმსახურებს
არა, არ იმსახურებს

ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია იუნაიტედშიც ჩამოყალიბდება და უაზროდ არ დაკარგავს ბურთებს და მართლა გიგზის შემცვლელად მოგვევლინება
0
№2
ავტორი: Mufc7
19 ნოემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩემი ასაკის wink ამ ფეხბურთელის გამოჩენას ისე შევხვდით,ისეთი იმედებით. ახალ რონალდუთ მოვნათლეთ,მაგრამ კარგად უნდა გამოიყენოს ის ნიჭი,რაც აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: გაბადაძე
19 ნოემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Cota avardnili aq chemi azrit tavshi. Ise yvela did momavals uwinaswarmetyvelebda da da imedia gaamartlebs chvens imedebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Count Alucard
19 ნოემბერი 2014 11:50
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან კარგად დაიწყო და მერე თითქოს ერთ ადგილას გაიყინა, რეზერვებში დაფრინავს და ძირითადში ვერაფერს აკეთებს, ნუ ძირითადში ვერავინ ვერაფერს აკეთებს მარამ მაინც, მეტს ველოდი და კიდევ ველი ამ ბიჭისგან.
0
№5
ავტორი: GoGa.
19 ნოემბერი 2014 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
უაზრო შეკითხვაა იმსახურებს თუ არა... ჯერ ადრეა ცოტა 1 წელიწადში 100% დაიმსახურებს
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 ნოემბერი 2014 14:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მირჩევნია ვთქვა იანუზაი არის პოტენციური მომავალი კარგი ფეხბურთელი. მაგრამ ჯერ ძირითადისთვის არ არის შემდგარი. უმჯობესია ნელ-ნელა მიეცეს შანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
19 ნოემბერი 2014 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უბრალოდ უნდა ათამაშონ, მაგრამ არავითარი ძირითადი ჯერ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top