"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელმა ნახევარმცველმა, პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირებაში ტერფის უმნიშვნელო ტრავმა მიიღო.
ანხელს მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული, რომელიც "წითელი ეშმაკების" კუთვნილებაში მყოფმა ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ მიაყენა. დი მარიამ თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ შესვენების შემდეგ მალე შეცვალეს.
სიფრთხილის დაცვის მიზნით ანხელს რენტგენი გადაუღეს, რომელსაც ტრავმის სერიოზულობა უნდა გაერკვია, მაგრამ არავითარ პრობლემას ადგილი არ ჰქონია და როგორც მოსალოდნელია, დი მარია "არსენალთან" მატჩში ითამაშებს.
"არ ვფიქრობთ, რომ რამე სერიოზულია. საკმაოდ ძლიერად ჩაარტყეს, კანიც კი გაეჭრა მცირედით. მაგრამ უკვე გამოვიკვლიეთ და სიტუაციისთვის თვალის დევნებას ვაგრძელებთ." - განაცხადა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
"ეს მხოლოდ პატარა დაზიანებაა. იმედი მაქვს ზიანი არ გაიზრდება და უქმეებზე თამაშს შევძლებ" - დაწერა დი მარიამ საკუთარ Twitter-ზე.