შესაძლოა "არსენალთან" დაპირისპირება რამოდენიმე მოთამაშემ გამოტოვოს.
შაბათს გასამართ მატჩში, სადაც "იუნაიტედი", "არსენალს" უპირისპირდება შესაძლოა რამოდენიმე ფეხბურთელმა ვერ მიიღოს მონაწილეობა.
შესვენების დროს "წითელმა ეშმაკებმა" დეილი ბლინდი დაკარგეს და შესაძლოა ამ სიას დეავიდ დე ხეა და მაიკლ კერიკიც მიემატოს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ლაზარეთს დატოვებენ.
გამოცემა "The Telegraph" იტყობინება, რომ მომავალ კვირას თამაში შეეძლებათ ჯონი ევანსს, ფილ ჯონსსა და რადამელ ფალკაოს. გარდა ამისა, კრის სმოლინგსაც ეწურება დისკვალიფიკაციის ვადა.
გამოცემის თანახმად, დე ხეასა და კერიკს აქვთ შანსი მონაწილეობა მიიღონ მომავალ მატჩში, თუმცა როგორც ცნობილია ესპანელ კიპერს თითი აქვს დაზიანებული, ხოლო კერიკს საზარდულის ტრამვა აწუხებს.
ასევე, ძალიან მალე შეეძლებათ მოედანზე დაბრუნება რაფაელ და სილვას და ეშლი იანგს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით კლუბს არგენტინელი მცველი, მარკოს როხოც შეუერთდება, რომელმაც მხარი მანჩესტერულ დერბის დროს დაიზიანა.
წყარო:
fapl.ru