თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2014, 22:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 7
სერ ბობი და დენის ლოუ სანაკრებო პერიოდს იხსენებენ
"იუნაიტედის" ორი ლეგენდა ინგლისი-შოტლანდიის მატჩის წინ სანაკრებო პერიოდს იხსენებს.
სერ ბობი და დენის ლოუ სანაკრებო პერიოდს იხსენებენ
დღეს "სელტიკ პარკზე" შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ლეგენდა კი, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ სანაკრებო დონეზე ასპარეზობდნენ ნაკრებში გატარებულ პერიოდს იხსენებენ.

დენის ლოუ - 55 მატჩი ნაკრებში, 30 გოლი


"როცა შოტლანდიის ნაკრებში თამაშობ, ინგლისელებთან შეხვედრა შენთვის ყველაზე გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, რომ გორდონ სტრაჩანი ფეხბურთელებს შესაბამისად მომართავს და ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ითამაშებენ."

"როცა ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი ინგლისელი საკლუბო თანაგუნდელები, ნობი სტაილზი, ბობი ჩარლტონი და ალექს სტეპნი პრინციპულ მეტოქეებად იქცეოდნენ."

"აბა ახლა წარმოიდგინეთ როგორი სიმწვავით თამაშობდა ნობი სტაილზი?! ისედაც არ იყო მშვიდი და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩებში თვალებზე ბინდი ეკვრებოდა და გზად განურჩევლად ყველას ამტვრევდა! მატჩის შემდგომ კი ისევ მეგობრებად ვიქცეოდით და ლუდის დასალევად მივემართებოდით."

სერ ბობი და დენის ლოუ სანაკრებო პერიოდს იხსენებენ


სერ ბობი ჩარლტონი - 106 მატჩი ნაკრებში, 49 გოლი

"ინგლისის ნაკრებში ჩემი დებიუტი 1958 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ "ჰემპდენ პარკზე" შედგა. იცით რამდენი ინგლისელი ქომაგი იყო იქ? არც ერთი!"

"ჩვენმა კაპიტანმა, ბილი რაითმა მითხრა: "ბობი, გოლის გატანას თუ მოახერხებ ეს ქომაგი ვერც კი გაინძრევა იმდენად მჭიდროდ სხედან ტრიბუნაზე". ისინი დაახლოებით 60 ათასი იყვნენ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება."

"საბოლოოდ ჩვენ 4-0 ვიმარჯვეთ, მე კი გატანა მოვახერხე."

"ჩემი თანაგუნდელები მეუბნებოდნენ: "ყოჩაღ ბობი. შესანიშნავი იყო!" შოტლანდიელი მეკარეც კი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "ძალიან კარგი გოლი გაიტანე." სანაკრებო თამაშებისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი."

სერ ბობი და დენის ლოუ სანაკრებო პერიოდს იხსენებენ


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 23:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ დღიდან დაიწყო დიდი რეკორდის დამყარება, რომელსაც მალე საფუძველი შეერყევა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
18 ნოემბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვწუხვარ, რომ ამათ პერიოდს ვერ მოვესწარი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2014 23:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი თამაში იქნება. რუნის დიდი პატივისცემის მიუხედავად შოტლანდისკენ ვარ wink

"ჩემი თანაგუნდელები მეუბნებოდნენ: "ყოჩაღ ბობი. შესანიშნავი იყო!" შოტლანდიელი მეკარეც კი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "ძალიან კარგი გოლი გაიტანე." სანაკრებო თამაშებისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი."


winked
0
№4
ავტორი: temo-scholes
19 ნოემბერი 2014 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
გიორგი,
shotlandiisken ra pontshi gio?:-)
0
№5
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნის დუბლი <3
0
№6
ავტორი: AkkRed
19 ნოემბერი 2014 10:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მალე ამათ რიცხვს რუნიც შეემატება თან პირველზე იქნება love
0
№7
ავტორი: Mufc7
19 ნოემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ამ ლეგენდების სახელს რუნიც რომ შეუერთდება, თან როგორ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top