თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2014, 22:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1444,
კომენტარები: 5
რუნი შოტლანდიასთან მატჩის წინ
უეინ რუნი დღევანდელი მატჩის შესახებ.
რუნი შოტლანდიასთან მატჩის წინ
შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის წინ უეინ რუნიმ ახალგაზრდა თანაგუნდელები გააფრთხილა იმ ატმოსფეროს შესახებ, რომელიც მათ "სელტიკ პარკზე" ელოდებათ.

1999 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრები პირველად ითამაშებს შოტლანდიაში და მოულოდნელი სულაც არ არის ის ფაქტი, რომ ამ მატჩის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა.

მატჩს ინტრიგას ისიც სძენს, რომ იგი "სელტიკ პარკზე" ჩატარდება, რომელიც თავისი შემაძრწუნებელი ხმაურით იწონებს თავს.

გლაზგოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუნიმ თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ ადგილობრივი ქომაგი მათ მწყობრიდან გამოყვანას ეცდება

"რამდენიმე ახალგაზრდა ფებხურთელს გავესაუბრე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მატჩისთვის მზად არიან. თუ მზად არ იქნებიან, "სელტიკ პარკის" ატმოსფერომ შესაძლოა ისინი შეიწიროს."

"ეს დიდი გამოცდილება იქნება. რამდენიმეჯერ მითამაშია აქ და ვიცი როგორ უჭერს ქომაგი მხარს თავის გუნდს. ასეთი ატმოსფერო შესაძლოა ძალზედ საშიში აღმოჩნდეს, ამიტომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ."

"ყველამ იცის, თუ რით განსხვავდება ეს სტადიონი დანარჩენებისგან. ადგილობრივებს აქვთ იმ ქომაგთა რეპუტაცია, ვინც მოწინააღმდეგეს შიშს ჰგვრის."

"როცა პირველად ვითამაშე აქ, ეს ენით აღუწერელი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, ასეთი ატმოსფეროს გამოცდა ყველას სურს."
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 22:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
უილშირმა როგორ თქვა: "რუნი ჩვენთვის მამასავითაა"-ო არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DaTo_O
18 ნოემბერი 2014 22:24
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
იმედი მაქვს შეაგდებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№3
ავტორი: DiMaria
18 ნოემბერი 2014 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რუნი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ინგლისელის მშობელი love
0
№4
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2014 23:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველასთვის მაგალითია და ეხლა როცა კაპიტანია უფრო მეტად ფიქრობს გუნდელებზე. ევროპის მოგება მაინც როგორ გაასწორებდა მარა სადაა
0
№5
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამიტომ უნდა იყოს შრეკი კაპიტანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top