თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2014, 16:20
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1861,
კომენტარები: 11
ჯეიმს უილსონი ვარჯიშებზე საუბრობს
ინტერვიუ ახალგაზრდა ფორვარდთან.
ჯეიმს უილსონი ვარჯიშებზე საუბრობს
ყოველ დღე რუნისთან, ვან პერსისთან და ფალკაოსთან ვარჯიში - ეს ყველა ახაგაზრდა ფეხბურთელის ოცნებაა. რას იტყვით?

ძალიან კარგი გამოცდილებაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი კონკურენცია, რადგან მე მსურს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. ეს კი რთული ამოცანაა, ისინი ხომ ყველასთვის ცნობილი და ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები არიან.

რამდენი ხანია რაც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობ?

რამდენიმე თვეა. პირველად "მანჩესტერ სიტისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მიხმეს, მარტში. მას შემდეგ კი რამდენჯერმე ტრავმირებული ვიყავი.

როგორ მოგწონს ეს ყველაფერი?

ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა შესანიშნავია - ვარჯიშები კი ძალიან ინტენსიური, თითქმის არ გეძლევა მოდუნების და გაჩერების საშუალება. ეს კარგია, რადგან შენ გიხდება გადაწყვეტილების მიღება გაცილებით სწრაფად ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება, რაც შემდეგ მატჩის მიმდინარეობისას გეხმარება.

და ეს არის ძირითადი განსხვავება პირველ და სარეზერვო გუნდს შორის? მეტი სისწრაფე, კონცენტრაცია და გადაადგილება?

დიახ, რადგან აქ შენ ყველა გაკვირდება და შენს ნებისმიერ მოძრაობას აფასებს. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო და ირგვლივ მიმოიხედო, გათვალო თითოეული ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთს დაკარგავ.

არის ისეთი ვარჯიშები, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდის ან პირიქით ცუდად?

დიდი სურვილი მაქვს ყველაფერს იდეალურად ვაკეთებდე, მაგრამ ეს ასე არ არის. არის დღეები როცა ყველაფერი იდეალურად გამოგდის, მაგრამ შესაძლოა მეორე დღეს უბრალოდ ცუდ ფეხზე ადგე და ჩაფლავდე. ასე ხდება მატჩის დროსაც, თუკი იღბალი ზურგს შეგაქცევს ვერ შეძლებ გოლის გატანას.

ვარჯიშის დროს რა გაოცებს ყველაზე მეტად? გოლები, ცრუმოძრაობები თუ პასები?

უმეტესად გოლები, რადგან ეს ჩემი საქმეა. რა თქმა უნდა, დრიბლინგიც და პასიც აუცილებელია, მაგრამ გოლის გარეშე ვერ მოიგებ.

ვის გააქვს ხშირად დასამახსოვრებელი გოლები?

ალბათ უეინს - თავისი ულამაზესი დარტყმებით ჰაერიდან და მიწიდან. როდესაც რუნი ბურთს იღებს არავინ იცის რას მოიმოქმედებს, უმეტესაც მისი დარტყმულები 9-იანში გადის.

უეინი, რობინ და რადამელი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. სწავლობ თითოეული მათგანისგან?

რა თქმა უნდა. რუნი კაპიტანია და ძალიან კომუნიკაბელურია, შეგიძლია მიხვიდე რჩევისთვის და ისიც არ დაიზარებს. რობინი და ფალკაოც ზუსტად იგივენაირად გეხმარებიან, განსხვავება მხოლოდი ის არის რომ, ისინი თამაშის მიმდინარეობისას გეხმარებიან. თუკი მე რამეს არასწორად ვაკეთებ მოდიან და მეუბნებიან რა არის სწორი. ასე რომ ვსწავლობ საკუთარ შეცდომებზე.

რა არის შენი აზრით რობინის მთავარი უპირატესობა?

რობინი იდეალურად გადაადგილდება მოედანზე, ასევე იღებს ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. როდესაც იგი ბურთთან მიდის, შესაძლოა წამის მეასედში მიმართულება ისე შეიცვალოს რომ, დამცველი მის ზურგს უკან აღმოჩნდეს. მას სიტუაციიდან თავის დაღწევის უნიკალური ინსტიქტი აქვს.

უეინის მთავარი პლიუსები:

რუნის შეუძლია გაიტანოს ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს საჯარიმოს მისადგომები თუ მეკარის მოედანი. მას შეუძლია გოლად აქციოს ჯარიმა, ჰაერიდან დარტყმული ბურთი, თავური - მოკლედ რაც გაგიხარდებათ (იცინის).

რა შემატა რადამელმა "იუნაიტედს"?

შემიძლია ვთქვა რომ, ჩაწოდებების დროს ფალკაო იდეალურ პოზიციას ირჩევს. სადებიუტო გოლის დროს, რომელიც "ევერტონის" კარში გაიტანა, დი მარიას დარტყმის შემდეგ აღმოჩნდა იქ სადაც უნდა ყოფილიყო. მე მას ჯერ კიდევ "ატლეტიკოში" ვაკვირდებოდი, სადაც ფანტასტიური სილამაზის გოლები გაჰქონდა. არც მისთვის არსებობს რაიმე ლიმიტი.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ სამის შერწყმა მინდა რო გამოხვიდე შენ love
0
№2
ავტორი: Wardell
18 ნოემბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
ძაან მოინდომე :D პოტენციალი კი აქვს მაგრამ მგონი ძაან მოგივიდა :D
0
№3
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 16:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
lashavk6,
შენ და დუმბაძე არ გამიხარებთ არცერთ ოცნებას? wink wink wink
0
№4
ავტორი: Wardell
18 ნოემბერი 2014 16:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
მეც ეგ მინდა რო მაგარი იყოს მარა ძაან მოინდომე :D :D :D
0
№5
ავტორი: AkkRed
18 ნოემბერი 2014 16:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
lashavk6,
რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა რუნის და ფალკაოს შერწყმა იყოს თუ რუნის ფალკაოსი და ვან პერსის wink
0
№6
ავტორი: RedTeen
18 ნოემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ვაიმე მოგიკვდი...:((( უნდა ძირითადში და რა ქნას..(((
0
№7
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2014 22:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა არის შენი აზრით რობინის მთავარი უპირატესობა?


ჰოლანდიელობა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რუნის, პერსის და ფალკაოსნაირი ფორვარდების გვერდით ვარჯიშობს როგორ შეიძლება ამის იმედად არ იყო
0
№9
ავტორი: DiMaria
18 ნოემბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
wink
0
№10
ავტორი: chudikone
19 ნოემბერი 2014 09:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აუ ეს რა გაიზრდება: D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top